ECG119. საფარის წმ. გიორგის ეკლესიის პავლეს, ბასილის, სვიმეონის წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: კედელი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ერთსტრიქონიანი და თავნაკლულია. იგი შესრულებულია საფარის წმ. გიორგის სახელობის საშუალო ზომის დარბაზული ეკლესიის შიგნით, დასავლეთ კედელზე cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: XV AD (context)

სადაურობა: საფარის მონასტერი

თავდაპირველი მდებარეობა: საფარის მონასტერი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საფარის მონასტერი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული


[] პავლე ბასილი სვიმეონ

დიპლომატიური


[] ႮႠႥႪႤ ႡႠႱႨႪႨ ႱႥႨႫႤႭႬ

თარგმანი: (ka)

... პავლე, ბასილი, სვიმეონ.

კომენტარი:

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, წმინდა გიორგის ტაძარი, რომელზეც ეს წარწერაა შესრულებული, აგებულია XV საუკუნეში. მასზე შესრულებული წარწერებიც თანადროული უნდა იყოს. გრიგოლ ნაფშუენისძის წარწერაში ჩანს, რომ წმინდა გიორგის ეკუდერი, მცირე სამლოცველო სამარხავი, „აქა დამკვიდრებულთა წმიდათა მამათათვის“ იყო განკუთვნილი. ვალერი სილოგავა გამოთქვამს ვარაუდს, რომ მასში, შესაძლოა, პირველნი პავლე, ბასილი და სვიმეონი დაიკრძალნენ. ეკლესიის ქვეშ მართლაც ორი კამაროვანი სარდაფია ცალკე თავიანთი შესასვლელით აღმოსავლეთიდან, ისინი აკლდამებია.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169