ECG121. საფარის წმ. საბას ტაძრის ოქროპირ გაბეცასძის წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. კიდურწაისრული

დათარიღება: XIII AD (context)

სადაურობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი

თავდაპირველი მდებარეობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ს(ა)ხ(ელი)თ(ა) ღ(მრთი)ს(აჲ)თ(ა) მე ოქრ(ო)პ(ირ)მ(ა)ნ გ(ა)ბ(ე)ცას
ძემ(ა)ნ შემ(ო)სწ(ი)რა რკ ბოტ(ი)ნ(ა)ტი ზ(ედ)ას(ა)ფ(ი)ქლ(ა)ვ(ა)დ
გ(ა)მ(ი)კ(უეთ)ს ს(აუ)კ(უ)ნ(ო)ი ა(ღა)პი ს(აუ)ფლ(ო)ი პ(ირველ)ს დღ(ე)(ა)სწ(აუ)ლსა აღ(ე)ბ(ა)სა
დღ(ე)ს(ა) ვ(ი)ნ ეს გ(ან)გ(ე)ბ(უ)ლი შეცვ(ა)ლ(ო)ს კრ(უ)ლ(ი)მც არს ღ(მრ)თ(ი)ს პ(ი)რ(ი)თ

დიპლომატიური

ႱႾႧ ႶႱႧ ႫႤ ႭႵႰႮႫႬ ႢႡႺႠႱ
ႻႤႫႬ ႸႤႫႱႼႰႠ ႰႩ ႡႭႲႬႲႨ ႦႠႱႴႵႪႥႣ
ႢႫႩႱ ႱႩႬႨ ႠႮႨ ႱႴႪႨ ႮႱ ႣႶႱႼႪႱႠ ႠႶႡႱႠ
ႣႶႱ ႥႬ ႤႱ ႢႢႡႪႨ ႸႤႺႥႪႱ ႩႰႪႫႺ ႠႰႱ ႶႧႱ ႮႰႧ

თარგმანი: (ka)

ღმრთის სახელით, მე, ოქროპირ გაბეცასძემ, შევწირე 120 ბოტინატი ეკლესიის გადასახურად (დასაფიქალავად). დამიდგენია საუკუნო აღაპი: პირველი საუფლო დღესასწაულის (შობის) აღების დღეს. ვინც ეს განგებულება შეცვალოს, კრულ იყოს ღმრთის პირით.

კომენტარი:

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. საფარის წმ. საბას ტაძრის დასავლეთის შესასვლელის დიდი ზომის არქიტრავზე ქვემოდან ზემოთ ერთმანეთის თანმიმდევრობით ამოკვეთილია სამი წარწერა-საბუთი. ზემოდან პირველი წარწერა არის ოქროპირ გაბეცასძის მიერ ეკლესიის ქვის ფილებით გადასახურად 120 ბოტინატის შეწირვის შესახებ, მეორე - იოვანე ღვიას შვილის წარწერა, ხოლო მესამე - გიორგი მალეს წარწერა კარის შეწირვის შესახებ. წარწერის მიხედვით, ოქროპირ გაბეცაძისთვის ამ შეწირულობის სანაცვლოდ საუკუნო აღაპი დაუდგენიათ „საუფლოი პირველს დღესასწაულსა აღებასა დღესა“. პირველი საუფლო დღესასწაული შობაა და ამ დღესასწაულის აღების, ე.ი. მარხვის დამთავრების დღეა დადგენილი გაბეცაძის აღაპად. ტექსტის სიტყვა „განგებულთან“(გგბლი) დაკავშრებით ვახტანგ ბერიძე შენიშნავს: იგი „თაყაიშვილს ამოშფრული აქვს, როგორც „გაგებული“, მაგრამ კონტექსტი, ჩვენი აზრით, „გარიგებულს“ მოითხოვს (ვახტანგ ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, თბ. 1955, 52). ვალერი სილოგავას აზრით, აქ უნდა წავიკითხოთ „განგებული“ (ე.ი. დადგენილი, დაწესებული), რაც ჩვეულებრივია აღაპის გაჩენის შემთხვევაში. თუმცა ერთ ადგილას თვით აღაპების ტექსტში გამოყენებულია „გაგებული“: „ვინცა ესე ჩუენი გაგებული შეცვალოს“ (ნ. ბერძენიშვილი, ათონის ივერთა მონასტრის აღაპები, თბ., 2007, 265; ე. მეტრეველი, ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998, 176). ამიტომ ე. თაყაიშვილისეული წაკითხვა და მოსაზრება უფრო სწორი ჩანს.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

ფოტო

   Fig. 1. საფარის წმ. საბას ტაძრის ოქროპირ გაბეცასძის წარწერა