მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ორსტრიქონიანია cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა, კიდურწაისრული
დათარიღება: XIII AD (context)
სადაურობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
თავდაპირველი მდებარეობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
უფალო, შეიწყალე თორნიკა, ტაბარ, ლაშჴი - დიდი ჯუარი შემოსწირეს.
კომენტარი:
საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. საფარის წმ. საბას ტაძრის დასავლეთის შესასვლელის დიდი ზომის არქიტრავზე ქვემოდან ზემოთ ერთმანეთის თანმიმდევრობით ამოკვეთილია სამი წარწერა-საბუთი. ზემოდან პირველი წარწერა არის ოქროპირ გაბეცასძის მიერ ეკლესიის ქვის ფილებით გადასახურად 120 ბოტინატის შეწირვის შესახებ, მეორე - იოვანე ღვიას შვილის წარწერა, ხოლო მესამე - გიორგი მალეს წარწერა კარის შეწირვის შესახებ. ამ სამი წარწერის გაგრძელებად, მათ მარჯვნივ, ტაძრის კედელზე, იმავე ხელით, ოღონდ უკვე კედელში ჩასმულ ქვის ფილაზე ამოკვეთლია თორნიკის, ტაბარის და ლაშხის წარწერა. თორნიკა, ტაბარ და ლაშჴის წარწერაში ტაძრის შეწირულობაზეა საუბარი. სამ დასახელებულ პირს, როგორც ჩანს, უკვე აშენებული ტაძრის გამშვენებაში მიუღია მონაწილეობა, მათ ტაძრისათვის დიდი, ალბათ, საკურთხევლის წინ დასადგმელი, ცხადია, ჭედურობით შემკული ჯვარი შეუწირავთ. მართალია, წარწერა ენობრივად მთლად გამართული არ არის - ზმნა („შემოსწირა“) მრავლობითის ნაცვლად მხოლობითშია დასმული, თუმცა, ვალერი სილოგავას აზრით, სამივე პირს შეეხება. ნიშანდობლივია, რომ ენობრივად ასეთივე გაუმართავია ოქროპირ გაბეცასძის წარწერა ეკლესიისათვის 120 ბოტინატის შეწირვის შესახებ, სადაც, ასევე, ზმნა ნაცვლად პირველი პირისა, მესამე პირშია („შემოსწირა“) წარმოდგენილი. საინტერესოა ტაძრისათვის ჯვრის შემწირველ პირთა სახელები: თორნიკა თორნიკეს კნინობითი ფორმაა, ტაბარ ქართულ ონომასტიკაში უცნობია, ხოლო ლაშჴი რაჭაში გავრცელებული გვარია - ლაშხიშვილების (ძველი დაწერილობით - ლაშჴიშვილების) ეპონიმია.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169