მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ორსტრიქონიანია. საფარის წმ. საბას ტაძრის დასავლეთის ფასადის სარკმლების დეკორატიულ საპირეებზე ჩრდილოეთის მხარეს ამოკვეთილია გიორგის წარწერა, ხოლო სამხრეთის მხარეს - სვიმეონ ბეროზა-ყოფილის წარწერა. ეს უკანასკნელი თითქმის მთლიანად დაფარულია ტაძრის კარიბჭის სახურავის ქვის ლორფინებით cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა
დათარიღება: XIII AD (context)
სადაურობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
თავდაპირველი მდებარეობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საფარის მონასტრის წმ. საბას ტაძარი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
ქრისტე, შეიწყალე სჳმეონ ბეროზა-ყოფილი, ეს ქვა მან დასვა.
კომენტარი:
საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის მთავარია წმ. საბას სახელობის ტაძარი, აგებული ბექა სამცხის სპასალარისა და მანდატურთუხუცესის მიერ XIII-XIV სს. მიჯნაზე. საფარაში ამაზე ძველი ეკლესიაც არსებობს, X ს-ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს ზემოხსენებული წმ. საბას ტაძარი. სვიმეონ ბეროზა-ყოფილის წარწერაში ბეროზა ვალერი სილოგავამ ამოიკითხა. იგი საერო სახელია სჳმეონის სახელით ბერად შემდგარი პირისა. იგივე სჳმეონი უნდა იყოს დასახელებული წმ. საბას ტაძარის სვიმეონის წარწერაში.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169