ECG129. საფარის მიძინების ტაძრის წარწერა კანკელის ფილის კომპოზიციაზე „დანიელი ლომების ხაროში“

მასალა: მომწვანო ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 80 x h 80 x d 25 cm

დეკორი:

კანკელის წარწერიანი ფილის ზედა და მარჯვენა მხარეს დაუყვება განიერი ორნამენტული არშია (სიგანე 24სმ). ორნამენტები შედგენილია ფოთლოვანი და გეომეტრიული მოტივებისაგან. ფილის ცენტრში წარმოდგენილი ყოფილა რელიეფური გამოსახულება კომპოზიციისა „დანიელი ლომების ხაროში“. იგი გრეხილი ორნამენტებით დაფარული ლილვის ოთხკუთხა ჩარჩოში იყო ჩასმული. შემორჩენილია ჩარჩო სამ მხარეს (ჩამოჭრილია მარცხენა მხარეს). კომპოზიციიდან დარჩენილია დანიელის გამოსახულება, მთელი ტანით, მაღლა ამართული ხელებით (გადაჭრილია მარჯვენა ხელის მკლავი) და ერთი, მარჯვენა ლომის გამოსახულება. მეორე ლომი, რომელიც გამოსახული იქნებოდა ფილის მარცხენა ნაწილში, ამჟამად დაკარგულია. გამოსახულებას ახლდა ამოკვეთით შესრულებული ასომთავრული წარწერა. მოღწეულია ფრაგმენტულად.

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ორსტრიქონიანია. იგი შესრულებულია მიძინების ტაძრის კანკელის ერთ-ერთ ფილაზე, რომელივ მხატვრულად არის დამუშავებული. ჩამოტეხილია სწორხაზოვნად მისი მარცხენა და ქვედა მხარე cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. ასოთა კვეთის ღარები ამოწითლებული ყოფილა სინგურით, რომელიც ამჟამად სუსტადაა შემორჩენილი

დათარიღება: XI AD (lettering)

სადაურობა: საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი კანკელის ფილა, რომელზეც წარწერაა შესრულებული, 1982 წელს აღმოჩნდა ტაძარში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს

თავდაპირველი მდებარეობა: საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 5530

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

[] პ(ი)რს ლ(ო)მ-
თ(ა)სა

დიპლომატიური

[] ႮႰႱ ႪႫ
ႧႱႠ

თარგმანი: (ka)

... ლომის პირს

კომენტარი:

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის არის მიძინების ტაძარი. კანკელის ფილაზე შესრულებული ეს ბიბლიური კომპოზიცია სამცხეში ფართოდ იყო გავრცელებული (ზოგჯერ ანეპიგრაფული, ზოგჯერ წარწერიანი) - დანიელი ლომების ხაროში. იგი უკავშირდება ერთ-ერთი დიდი ბიბლიური წინასწარმეტყველის დანიელის (ძვ. წ. II ს.) ცხოვრების ეპიზოდს, როდესაც მოშურნეთა დაბეზღებით სამეფო კარზე ნიჭით დაწინაურებული ჭაბუკი სპარსეთის მეფის ბრძანებით ლომებით სავსე ხაროში (დიდი ორმო) ჩააგდეს, ხოლო დანიელმა ისინი ლოცვით დაადუმა და უვნებელი გადარჩა. ვალერი სილოგავას აზრით, წარწერა შესაძლებელია ასე აღდგეს: „[წმიდაჲ დანიელ დაუყოფს] პირს ლომთასა“.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

ვალერი სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, კატალოგი-გზამკვლევისილოგავა, 2000, 30-31