ECG130. საფარის მიძინების ტაძრის წარწერები კანკელის ფილის ვედრების კომპოზიციაზე

მასალა: ნაცრისფერი კირქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 66 x h 25 x d 9 cm

წარწერიანი ზედაპირი: I ფრაგმენტი ერთსტრიქონიანია, II - ერთსტრიქონიანი, ხოლო III - სამსტრიქონიანი. წარწერები შესრულებულია მიძინების ტაძრის კანკელის ერთ-ერთ ფილაზე, რომელზეც წარმოდგენილია ვედრების კომპოზიცია: მაცხოვრის გამოსახულება ჯვრული ნიმბით. მისგან შემორჩენილია რელიეფით გამოყვანილი თავი - გადამტვრეული შუბლს ზემოთ და კისრის ქვემოთ. ახლდა ერთსტრიქონიანი განმარტებითი წარწერა, რომლის დაზიანებული ასოებია მოღწეული. მარცხნივ გამოსახული ყოფილა ღვთისმშობელი. შემორჩენილია თავის გამოსახულება - გადამტვრეული ასევე შუბლს ზემოთ და კისრის ქვემოთ. მისგან მარცხნივ ამოკვეთილია განმარტებითი წარწერა, რომლის დასასრული დაღუპულია. მაცხოვრის მარჯვნივ გამოსახული იქნებოდა წმ. იოანე ნათლისმცემელი, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ ნიმბის მცირე ფრაგმენტი მარცხენა ნაწილში. თანმხლები განმარტებითი წარწერა მთლიანად დაღუპულია. cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერები კლასიკური კიდურწაისრული დამწერლობით, ასოთა კვეთის ღარები ამოწითლებულია სინგურით 2.5-4

დათარიღება: XI AD (lettering)

სადაურობა: საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი კანკელის ფილა, რომელზეც წარწერებია შესრულებული, 1982 წელს აღმოჩნდა ტაძარში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს

თავდაპირველი მდებარეობა: საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 5529

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
დ(ე)დ(ა)ჲ ღ(მრ)-
[თ](ისა)-
[ჲ]
2
მ(ა)ცხ(ოვარ)ჲ
3
[ჲ(ოვან)ე ნ(ა)თ(ლისმ)-
ც(ემელ)-
ჲ]

დიპლომატიური

1
ႣႣჂ Ⴖ
[.]
[.]
2
ႫႺႾჂ
3
[.. ....]

თარგმანი: (ka)

1. დედა ღმრთისა; 2. მაცხოვარი; 3. იოვანე ნათლისმცემელი.

კომენტარი:

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის არის მიძინების ტაძარი.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, კატალოგი-გზამკვლევი, 29-30