მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ქვაჯვარი
წარწერიანი ზედაპირი: cm
ასოთა მოხაზულობა:
დათარიღება: 1212
სადაურობა: ბერდიკი
თავდაპირველი მდებარეობა: ბერდიკი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: შანშე დარჩიაშვილი, როსტომ ბეგ ერზნკეანცი, კ.კოსტანიანცი, ვარდაპეტ სარგის ჯალალიანცი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
შ.დარჩიაშვილის თარგმანი (154-155): ზაქარიას და ივანეს ამირსპასალარობაში მე, ჰისეს ძე გრიგორმა მივუტევე საციხისთავო შაჰანშაჰის მზეგრძელობისა და ჩემს ცოდვათა მიტევებისათვის...
და ამირსპასალარობას ზაქარიასი და ივანესი მე, გრიგორმა, ძემ ჰისესი, ვაპატიე „სახელოსნე“ (გადასახადები//ხარკი, რომელსაც ხელოსნები კრეფენ) ბერდიკს შანშეს //შაჰინშაჰის მზეგრძელობისათვის და ჩემთვის ცოდვათა მიტევებისათვის ....(გაუშიფრავია) [კ. ღაფადარიანი აქ ვარაუდობს „ Ի վայելումն հաւատացելոց//საამებლად მორწმუნეთა“ - ტიპის ფრაზას] ნ. ჩანტლაძის ტარგმანი
კომენტარი:
შესრულებულია ჰაღბატიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარე ბერდიკში აღმართული ქვაჯვრის წინა და უკანა მხარეს. კ. ღაფადარიანი ვარაუდობს, რომ ქვაჯვარს თავზე უნდა ჰქონოდა კიდევ ერთი ქვა, ზედ ამოკვეთილი ორსტრიქონიანი წარწერით, სადაც მოხსენიენული იქნებოდნენ თანადროული მეფეები - ან თამარი, ან გიორგი. წარწერა ათსტრიქონიანია, თარიღი , დიდი სომხური წელთაღრიცხხვით, ამოკვეთილია წინა მხარეს, - 661(+551/552= 1212), ტექსტი კი ამოკვეთილია უკანა მხარეს. კ.ღაფადარიანის ვარაუდით, ქვაჯვრიდან ჩემოვარდნილია ქვა, რომელზეც იქნებოდა ასეთი ტექსტი „მეფობაში ქართველთა დიდი თამარის .... ან დროში მეფისა ქართველთა გიორგის..“ კ.ღაფადარიანის წაკითხვა (# 174139, 252) კ.ღაფადარიანი: მეხუთე სტრიქონში ღრიმეცი და ერზნკიანცი ნაცვლად ձեռնաւորահակս//“სახელოსნე“ (სახელმწიფო გადასახადი) -ისა კითხულობენ ձիւնաւորահակս//ცხენზე გადასახადი?
ბიბლიოგრაფია:
არქიმანდრიტი იოანე ღრიმეცი, 1863 აღწერილობა ჰაღბატის და სანაჰინის მონასტრებისა, არქიმანდრიტი იოანე ღრიმეცი, 1863 00
ერზნეკეანცი, 1886 არქეოლოგიური აღწერა ჰაღბატის საქვეყნოდ ცნობილი სურბ ნშანის სავანისა, როსტომ ბეგ ერზნკეანცი, ვაღარშაპატი, 1886 00
ჯალალიანცი, 1882 მოგზაურობა დიდ სომხეთში, ვარდაპეტ სარგის ჯალალიანცის გამოკვლევით, 184100
კოსტანიანცი, 1913 ქვათა მატიანე, სომხური წარწერების აღწერილობის კრებული, შეადგინა კ. კოსტანიანცმა, პეტერბურგი, 191300
ლალაიანი, 1901 ბორჩალოს პროვინცია, ე. ლალაიანი, 1901 00
დარჩიაშვილი, 2010 ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან, შანშე დარჩიაშვილი, 2010154-155