მასალა: ოთხკუთხა ცალპირმოსწორებული ქვა
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: ეკლესიის დას. ფასადის ოთხკუთხა ცალპირმოსწორებულ ქვაზე ამოკვეთილი იყო ორი წარწერა. პირველი 2 სტრიქონად, მეორე 4 სტრიქონად. w 54-60 x h 12.5-14 cm
ასოთა მოხაზულობა: ასომთავრული. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ; ქარაგმის ნიშანი: კიდურწერტილოვანი, ზოგჯერ კლაკნილი, ზოგჯერ კი სწორი, განივი ხაზი. 3.6-5; 4.5-9
დათარიღება: XII-XIII AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: ჰამამლუ (ძვ. ვარძაგარა), ზღუდის წმ. გრიგოლის ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეკლესია ადგილობრივმა ბოროტმოქმედებმა დაანგრიეს 1964 წ-ს. წარწერიანი ქვები ვ. ჯაფარიძემ ჩამოიტანა თბილისში. სემ (სსმ) - 736
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
სოფ. ჰამამლუდან 1 კმ-ზე, აღმ-სკენ, მდ. ყარა-სუს მარჯვენა ნაპირზე, ძველი ნასახლარის განაპირას იდგა გალავნით შემოზღუდული მცირე ერთნავიანი ეკლესია, რომელზეც გამოსახული იყო 4 წარწერა. ორ-ორი თითო ქვაზე. ერთ ქვაზე ამოკვეთილი წარწერები ერთი ხელითაა შესრულებული, ხოლო მეორე ქვაზე მათგან და ერთმანეთისაგან რამდენადმე განსხვავებული ხელით. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: 1) ლ. მუსხელიშველი 1190/1191 წწ-ის ახლო პერიოდით ათარიღებს, 2) დ. ბერძენიშვილი, ნ. შოშიაშვილი და გ. ოთხმეზური - თამარის მეფობის პერიოდით. წარწერის დათარიღების საფუძველი: 1) შინაარსი - თამარის სადიდებელ წარწერაში კახა ერისთავის მოხსენიება მიუთითებს, რომ წარწერა შესრულებულია გამრეკელ თორელის გარდაცვალების (1191 წ.) შემდგომ, კახას საგვარეულოს უფროსობის პერიოდში, ზედა ზღვარი - თამარის ზეობის დასასრული; 2) პალეოგრაფიული ნიშნები არ ეწინააღმდეგება ჰამამლუს სხვა წარწერების ამავე დროით დათარიღებას. დაზიანება: წარწერის მარჯვენა მხარე გადაშლილია და სტრიქონთა ბოლო გრაფემები ცუდად იკითხება. I სტრ. ბოლოს 2 გრაფემა გაურკვეველია. მეორე წარწერაში ლ. მუსხელიშვილი და ნ. შოშიაშვილი კითხულობენ: შეინდვენ
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 153-154, თბილისი, 2018
ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 32, თბილისი, 2016
ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 154 თბილისი, 2014
მეფისაშვილი, 1971 რ. მეფისაშვილი, კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ, თბილისი, ძეგლის მეგობარი, 1971 17-31
მუსხელიშვილი, 1940 ლ. მუსხელიშვილი, თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII საუკუნის წარწერებთან დაკავშირებით, თბილისი 1940 55-57
შოშიაშვილი, 1966 ნ. შოშიაშვილი, თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრებ. „შოთა რუსთაველი“, თბილისი, 1966 12
ოთხმეზური, 1981 გიორგი ოთხმეზური, XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლიპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო, საქართველოს ისტორიის წყაროები, VI, თბილისი, მეცნიერება, 1981, 90