მასალა: მუქი ქვა
ობიექტის ტიპი: სამხრეთ თაღის პილონი
ზომა:
წარწერიანი ზედაპირი: ტაძრის დას. კარიბჭის ინტერიერში, სამხრეთ თაღის პილონზე, მუქი ფერის ქვაზე. ამოკვეთილია 1 სტრიქონიანი წარწერა. w 158 x h 10 cm
ასოთა მოხაზულობა: კიდურწერტილოვანი ასომთავრული წარწერა. ქარაგმის ნიშანი: კიდურწერტილოვანი, კლაკნილი, მოკლე ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი, ნახმარია საწყის 5 სიტყვასთან. გვხვდება შეწიაღებაც. 3,6-7
დათარიღება: XIII AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: დმანისის კათედრალური ტაძარი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: დმანისის კათედრალური ტაძარი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
დაზიანება: ქვის მცირე დაზიანებები არ ასახულა წარწერის ტექსტზე. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: ე. თაყაიშვილი წარწერას გიორგი ბრწყინვალის დროით ათარიღებს, ვ. ჯაფარიძე - 1214-1222 წლებით, ვ. სილოგავა - 1207-1223 წლებით. წარწერის დათარიღების საფუძველი: შინაარსი - წარწერის მიხედვით, კარიბჭის მშენებლობის დროს ვინმე აფრიდონს შეუწირავს ეკლესიისთვის 30 დრაჰკანი, ამის აღმნიშვნელი წარწერა, მშენებლობის პროცესში თუ არა, მისი დამთავრებიდან მალევე უნდა გაეკეთებინათ. ე. თაყაიშვილი რამდენიმე სიტყვას განსხვავებულად კითხულობს: აფარნაზ დრაჰკანი დ (4), უფლისა შობასა, კრულ; ლ. მუსხელიშვილიც განსხვავებულად კითხულობს რამდენიმე სიტყვას: ამისა, გაოკვეთა, კროლმცა
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 162-163, თბილისი, 2018
ბაქრაძე, 1954 ლ. მუსხელიშვილი, დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბილისი, 1938286ბაქრაძე, 1954
ჯაფარიძე, 1982 ვ. ჯაფარიძე, ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან (დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით), 102-103 თბილისი, მეცნიერება, 1982
თაყაიშვილი, 1929 ექვთიმე თაყაიშვილი, სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, ჟურნ. კავკასიონი, პარიზი 1929, 51-52