მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ქვა
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: ატენის სიონის, ანუ ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთ ფასადზე, სამხრეთ მკლავის აღმ. კედელზე, ქვემოდან 130 სმ-ის სიმაღლეზე დევს ქვა, რომელსაც დაახლოებით აქვს კვადრატული ფორმა. ქვაზე ზემოთ 1 სტრიქონი ქართულია, ხოლო ქვემოთ გამოყვანილია ბერძნული წარწერა, ამჟამად მეტისმეტად დაზიანებული, ხშირად განზრახ. w 30 x h 34 cm
ასოთა მოხაზულობა:
წარწერა დაუდევრადაა შესრულებული, ასოები ქვემოთა 2 სტრიქონში უფრო მსხვილია, 1-4 სტრიქონში - წვრილი.
დათარიღება: VIII-IX AD (lettering)
სადაურობა: ატენი
თავდაპირველი მდებარეობა: ატენი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ატენის სიონი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, И. Помяловский
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
უფალო, შეეწიე მონათა შენთა, რომელთა სახელებია... უფალო შენ უწყი (ყოველი?)
კომენტარი:
დათარიღების საფუძველია ასოთა მოხაზულობა (კუთხეებში ჩაღრმავებები, ნაკლებ მომრგვალებული σ და ε, აბსოლუტურად მრგვალი ο, α ჩატეხილი შუა ხაზით, μ გრძელი შუა ხაზით, სისტემატიურად ლიგატურა ου-ს ხმარება) და ენობრივი მონაცემები (შემოკლებანი, იტაციზმი (γηνοσκης), ο და ω-ს აღრევა (ον? და γηνοσκης), ორი მეზობელი σ-დან ერთის ამოვარდნა). ასოთა მოხაზულობის თვალსაზრისით მას უჭირავს საშუალო ადგილი ვაშნარისა და ახალი ათონის ბერძნულ წარწერებს შორის. არის საინტერესო შემოკლება: βοηθ.
ატენის ტაძრის ბერძნული წარწერის შესახებ ლიტერატურაში არის ასეთი ცნობა: Dubois de Montpéreux, Voyage... v. III, p.214-215 (1839) წერს: "Une inscription grecque porte une date, cette date est exprimée par un M, mille, qui est a peu près celle de la mort de Bagrat II:, Муравьев; Грузия и Армения, III, 105 ფასადის შესახებ წერს: "... здесь имеются надписи на гречкском и армянском языках"; Бакрадзе, Кавказ... 37 ემოწმება ამ ცნობას. უფრო დაწვრილებით წერს: Brosset, Rspports, IV, 24: J'ai copié restes d'une inscription grecque dont M Dubois avait fait une copie toute semblable à la mienne: ΚΕ Β ΗΘΤΟΥC | Δ... ΟΥCΟΝ | ...ΟΥΝΜΑ | ΑΘ ΚΕΓΗ | ΝΟCΚΗC | +Ν. პომიალოვსკის (Сборник греческихъ и латинскихъ надписей, 59-60) მოჰყავს ყველა ეს ცნობა და უმატებს (უშუალოდ ბროსეს ცნობას): "Вероятно это таже надпись, которую имел в виду Дюбуа... В ней можно разорвать; κ(ύρι)ε, β[ο]ήθ[ει] τους δ[ούλ]ους σου [ὧ]ν?... ὀν[ό]μα[τ]α?... κ(ύρι)ε γινώσκεις"...
წარწერის I სტრიქონზე ადგილია, მაგრამ არ ჩანს, რომ ასო ყოფილიყოს; II სტრიქონზე საკმარისად დიდი ადგილია, მაგრამ მოჩანს მხოლოდ მკრთალად დაზიანებული ΟΥΛ; III სტრიქონზე დიდი ადგილი სულ ამონგრეულია; IV სტრიქონზე შესაძლებელია იყო ერთი მოკლე სახელი (მონათაგან - ერთისა).
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 197
ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 191-193
სილოგავა, 2013 И. Помяловский, Сборник греческихъ и латинскихъ надписей, 59-60