ECG297. მინის ფიალა

მასალა: მინა

ობიექტის ტიპი: ფიალა

დეკორი: ფილის შუაში გამოსახულია ფარშევანგი, ხოლო ირგვლივ - გეომეტრიული ორნამენტი.

წარწერიანი ზედაპირი: მინის ფიალა დაზიანებულია. მის გარეთა წრეზე გამოყვანილია ბერძნული წარწერა. cm

ასოთა მოხაზულობა:

დათარიღება: IV-V AD (lettering)

სადაურობა: სამთავრო ნივთი აღმოჩენილია სამთავროს ჩრდილო უბანზე, N24 ქვაყუთში.

თავდაპირველი მდებარეობა: სამთავრო

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სახელმწიფო მუზეუმი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, ნ. უგრეხელიძე, В. В. Латышев

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

თარგმანი: (ka)

დალიე, იცოცხლე

კომენტარი:

წარწერა მიუთითებს იმაზე, რომ ჭურჭელი სასმისია, ამგვარი სასმისები მსგავსი წარწერით ევქარისტიული დანიშნულებისა იყო ქრისტიანულ ხანაში.

ასოთა მოხაზულობის მიხედვით წარწერა გვიან რომაული, ადრე ბიზანტიური ხანით უნდა დათარიღდეს, განსაკ. გამოირჩევა ასო ζ თავისი არქაული იერით. ხელნაწერებში ასეთი ζ დადასტურებულია ჩვენ წელთააღრიცხვამდელ საუკუნეებში (შდრ. V. Gardthausen, Griechische Paleographie, II. 1913. Taf. I), რაც შეეხება მინას და სხვა მაგარ საწერ მასალას, ისინი მეტ კონსერვატიულობას იჩენენ და გაცილებით უფრო გვიან შევხვდებით ასოთა ადრინდელ მოხაზულობებს. ვ. ლატიშევი კერჩის ერთ მინის ჭურჭელს, რომელსაც დიდი მსგავსება აქვს ამ მასალასთან (არა სიუჟეტის მიხედვით), IV ს-ით ათარიღებს. მის მიერ დამოწმებულ ნივთზე არის წარწერა, რომელიც ისეთივეა, როგორც სამთავროდან მოტანილი მინის ჭურჭლისა, აქ უკეთ იკითხება πιε ζησης (ე.ი. πίε ζήσῃς). სამთავროს წარწერა დაახლ. ამავე დროისა უნდა იყოს, რა დროისაც კერჩის ჭურჭელია.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 269

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 266-267

სილოგავა, 1990 ნ. უგრეხელიძე, სამთავროში აღმოჩენილი მინის ჭურჭელი ფრაშევანგის გამოსახულებით

სილოგავა, 1980 В. В. Латышев, Сборник греческих надписей христианских времен из Южной России, 119-120

ფოტო

   Fig. 1. ფიალა სამთავროდან, 1938