ECG310. ოქროს ქამრის ბალთა

მასალა: ოქრო

ობიექტის ტიპი: ქამრის ბალთა

დეკორი: ქამრის ბალთაში ჩასმულია გემა - ალმანდინზე ორი ადამიანის, მამაკაცისა და ქალის გამოსახულებებით, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ.

წარწერიანი ზედაპირი: w 8 x h 21 mm

ასოთა მოხაზულობა:

წარწერა შესრულებული წრიულად ბერძნული, ასომთავრული საგანგებოდ გამოყვანილი ასოებით. წარწერაში ნაწილი (ქალის სახელი) ნეგატიურადაა ამოკვეთილი, ნაწილი - შერეულად.

დათარიღება: II AD (lettering)

სადაურობა: არმაზისხევი ნივთი მოპოვებულია ე.წ. ასპავრუკის სამარხში.

თავდაპირველი მდებარეობა: არმაზისხევი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს მუზეუმი Nა40/I48

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, მარგ. ლორთქიფანიძე

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Ζευάχης ζωή μου Καρπάκ

დიპლომატიური

ΖΕΥΑΧΗΣΖΩΗΜΟΥΚΑΡΠΑΚ

თარგმანი: (ka)

ზევახეს ჩემი სიცოცხლე, კარპაკი.

კომენტარი:

ეს არის წარჩინებული ცოლ-ქმრის გამოსახულება და ცოლი ქმარს ამგვარად მიმართავს. ნივთი კარპაკის საბეჭდავი უნდა იყოს (მისი სახელია ნეგატიურად ამოკვეთილი).

სპეციალისტთა აზრით, კარპაკი და ზევახესი სერაფიტის და ასპავრუკ პიტიახშის მშობლები არიან. "კარპაკი" მხოლოდ ამ წარწერის მიხედვით ცნობილი, ირანული სახელია. "ზევახესი" საქართველოს ბერძნულ წარწერებში რამდენჯერმე გვხვდება. მის სადაურობაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, ნივთი ადგილობრივ ნახელავად არის მიჩნეული.

ასოთა მოხაზულობა (μ, σ, υ, ε კუთხეებში საგანგებო ჩაღრმავებებით) და ენობრივი მონაცმი (ο და ω-ს ხმარების აღრევა -ζοη) მიუთითებენ რომაულ ხანაზე, ე.ი. ჩვენი წ.ა. I საუკუნეებზე. ისტორიული რეალიების გათვალისწინებით (არმაზის ბილინგვა, არმაზისხევის სამარხებისა და იქ დაცული ინვენტარის თარიღები) ნივთი და მისი წარწერა II ს-ით თარიღდება.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 259-260

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 260-261

ს. ყაუხჩიშვილი, არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერებიჟორდანია, 1897, 169-170

თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროებიამირანაშვილი, 1968, 250-251

მარგ. ლორთქიფანიძე, არმაზხევსა და ბაგინეთზე აღმოჩენილი გლიპტიკური ძეგლებიმესხია, 1979

ფოტო

   Fig. 1. ქამრის ბალთა არმაზისხევიდან, 1940