ECG327. ასპავრუკის ოქროს ბეჭედი

მასალა: ოქრო

ობიექტის ტიპი: საბეჭდავი

დეკორი: ბეჭდის თვლად ჩასმულია სარდიონის ქვის გემმა მამაკაცის ბიუსტის პროფილში გამოსახულებით

წარწერიანი ზედაპირი: ოქროს ბეჭედ-საბეჭდავის გემმას ირგვლივ 3 მხარეს აქვს ბერძნული მთავრული წარწერა. cm

ასოთა მოხაზულობა:

საგანგებოდ, ნეგატიურად გამოყვანილი წარწერის მარცხენა ნაწილში 2 სტრიქონია.

დათარიღება: II-III AD (lettering)

სადაურობა: არმაზისხევი ნივთი მოპოვებულია ე.წ. ასპავრუკის სამარხის გათხრებისას.

თავდაპირველი მდებარეობა: არმაზისხევი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სახელმწიფო მუზეუმი № ა40/18

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Ἀσπαυρούκις πιτιάξης

დიპლომატიური

ΑΣΠΑΥΡΟΥΚΙΣΠΙΤΙΑΞΗΣ

თარგმანი: (ka)

ასპავრუკი პიტიახში

კომენტარი:

ასოთა მოხაზულობა (ასოთა კუთხეების ჩაღრმავება, მრგვალი σ, ο, ρ, ξ-ს მოხაზულობა) და სახელის ფორმა (Ἀσπαυρούκις) მიუთითებს რომაულ ხანაზე. ისტორიული მონაცემების მიხედვით (არმაზის ბილინგვა, სამარხის ინვენტარი) იგი II-III ს-ით AD უნდა დათარიღდეს. გემმის მხატვრული ანალიზის მიხედვით ის II ს-ის მიწურულისაა.

ნივთი ძველი იბერიის მოღვაწის, პიტიახშის ინსიგნიაა. სახელი ირანულია, ძველ ბერძნულში იქნებოდა Ἀσπαυρούκιος, ფორმა Ἀσπαυρούκις (-ιος დაბოლოების ნაცვლად -ις) რომაული ხანის შენაძენია. ნივთი ადგილობრივ ნახელავად არის მიჩნეული.

სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო ფორმა - Ἀσπαυρούκις-მა. ს. ყაუხჩიშვილი იმოწმებს ჰაძიდაკის ცნობილ ნაშრომს და მიუთითებს იმაზე, რომ „რომაელების გავლენით ბერძნულ პირთა სახელებში ιος ბოლოკიდურის ნაცვლად დამკვიდრდა -ις ბოლოკიდური: მაგალითად, Αὐρήλις, Κορνήλις, Εὐσέβις ნაცვლად ფორმებისა Αὐρήλιος, Κορνήλιος, Εὐσέβιος. ჩვენს წარწერაშიც ასეთივე ხასიათისაა Ἀσπαυρούκις, ნაცვლად ფორმისა Ἀσπαυρούκιος“. ნიბერგი Ασπαυρουκις უეჭვოდ ირანულ სახელად მიიჩნევს და ადასტურებს ზემოთ მოყვანილ მსჯელობას: ადრე ბერძნულში გვექნებოდა ფორმა Ἀσπαυρούκιος, ხოლო შემდეგ რომაულ ხანაში - Ἀσπαυρούκις (H. S. Nyberg, Quelques inscriptions antiques ... 230-231).

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 260

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 261-262

ფოტო

   Fig. 1. ოქროს ბეჭედი არმაზისხევიდან, 1940