ECG339. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია ივანე მანდატურთუხუცესის ძის, შანშე ათაბაგის ძმის, ბერი პიმენისი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ეპიტაფია

ზომა: w 60 x h 96 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ექვსსტრიქონიანია. იგი შესრულებულია ბერი პიმენის საფლავზე, რომელიც მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან აწ უკვე დანგრეულ ეკვდერში მდებარეობს cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. შესრულებულია ლამაზი ხელით

დათარიღება: XIII-XIV AD (lettering)

სადაურობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი 2011 წელს ქეთი ასათიანისა და გიორგი კალანდიას ორგანიზებით განხორციელებული ორი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად ქობაირის მონასტერში გამოვლინდა მანამდე უცნობი 9 ახალი ქართული ეპიტაფია

თავდაპირველი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია

ცვლილებები ფაილში: 2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

† ესე საფლავი ჩემ ცოდვილი-
სა ივ(ა)ნე მ(ა)ნდატო(ჳ)რთ(უ)ხუც-
ესისა
ძისა და ათ(ა)ბაქისა შ-
ანშეს
ძმისა ბერისა პიმე-
5ნჲსი ლოცვ(ა)სა მ(ო)მ-
იხსენებდეთ

დიპლომატიური

† ႤႱႤ ႱႠႴႪႠႥႨ ႹႤႫ ႺႭႣႥႨႪႨ
ႱႠ ႨႥႬႤ ႫႬႣႠႲႭႰႧႾႳႺ
ႤႱႨႱႠ
ႻႨႱႠ ႣႠ ႠႧႡႠႵႨႱႠ Ⴘ
ႠႬႸႤႱ
ႻႫႨႱႠ ႡႤႰႨႱႠ ႮႨႫႤ
5ႬჂႱႨ ႪႭႺႥႱႠ ႫႫ
ႨႾႱႤႬႤႡႣႤႧ

თარგმანი: (ka)

† ეს არის საფლავი ცოდვილი ივანე მანდატურთუხუცესის ძის, შანშე ათაბაგის ძმის, ბერი პიმენისი, ლოცვასა მომიხსენებდეთ.

კომენტარი:

ბერი პიმენი ივანე II მხარგრძელის ვაჟია და შანშეს ძმა. გამომცემელთა აზრით, ეპიტაფია ფასდაუდებელ ინფორმაციას იძლევა მანდატურთუხუცეს ივანე II-ის ოჯახის შესახებ. კერძოდ, აქამდე ცნობილი იყო, რომ მას ხუთი ვაჟი ჰყავდა: შაჰანშე II, ვაჰრამი, არტაშირი, აღბუღა და ზაზა. ეპიტაფიიდან ირკვევა, რომ მას კიდევ ერთი ვაჟი ჰყოლია: ბერი პიმენი. ქობერის მონასტრის სხვა ეპიტაფიიდან მისი ასულის ვინაობასაც ვიგებთ: სულა გურკნელის მეუღლე თამარ მხარგრძელი.

ბიბლიოგრაფია:

ასათიანი, კალანდია, 2011 სქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერები, 10-14