ECG344. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია მეღვინეთუხუცეს ივანეს მეუღლის გურჯიხათუნისა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ეპიტაფია

ზომა: w 75 x h 176 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია რუხი ფერის საფლავის ქვაზე, რომელიც ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭის ჩრდილოეთით, დასავლეთიდან მესამე სვეტის წინ, მისგან დაახლოებით 40 სმ-ის დაშორებით, მიწაშია ჩადგმული. საფლავის ქვას ზედა მარჯვენა კიდე მომრგვალებული, ხოლო დანარჩენი სამი კიდე დაკუთხული აქვს. w 56 x h 60 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 3

დათარიღება: XIII-XIV AD (lettering)

სადაურობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი 2011 წელს ქეთი ასათიანისა და გიორგი კალანდიას ორგანიზებით განხორციელებული ორი სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად ქობაირის მონასტერში გამოვლინდა მანამდე უცნობი 9 ახალი ქართული ეპიტაფია

თავდაპირველი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე

ცვლილებები ფაილში: 2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ესე ს(ა)ფლ(ა)ვი მეღ-
ჳნ(ე)თუხ(უ)ც(ე)ს(ი)სა
ივ(ანე)ს მ(ე)უღლ(ი)სა გ(უ)რჯ-
იხ(ა)თ(უ)ნისი შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ

დიპლომატიური

ႤႱႤ ႱႴႪႥႨ ႫႤႶ
ჃႬႧႳႾႺႱႱႠ
ႨႥႱ ႫႳႶႪႱႠ ႢႰႿ
ႨႾႧႬႨႱႨ ႸႬ ႶႬ

თარგმანი: (ka)

ეს არის საფლავი ივანე მეღვინეთუხუცესის მეუღლის, გურჯიხათუნის, შეუნდოს ღმერთმა.

კომენტარი:

წარწერაში გამოყენებულია ქარაგმის ნიშნები: განივი კლაკნილი ხაზი; განკვეთილობის ნიშნები: ორი პატარა რგოლი ან ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ; ტექსტში ბგერა უ, რიგ შემთხვევებში, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული; გვხვდება ლიგატურის შემთხვევები. წარწერა დაზიანებული არ არის და ტექსტი თავიდან ბოლომდე გარკვევით იკითხება.

ქეთი ასათიანისა და გიორგი კალანდიას აზრით, ამ ეპიტაფიით ვიგებთ, რომ ქობერში, მხარგრძელთა ქართულ სამოხელეო აპარატში არსებობდა მეღვინეთუხუცესის სახელო.

ბიბლიოგრაფია:

ჯოჯუა, გაგოშიძე, 2013 თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე, ქობაირის, ჰნევანქისა და ახტალის მონასტრების ქართული ლაპიდარული წარწერები, 283-284

ასათიანი, კალანდია, 2011 ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერები, 10-14

ფოტო

   Fig. 1. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია მეღვინეთუხუცეს ივანეს მეუღლის გურჯიხათუნისა

   Fig. 2. ქობაირის მონასტრის ეპიტაფია მეღვინეთუხუცეს ივანეს მეუღლის გურჯიხათუნისა