ECG352. კოშის წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ცამეტსტრიქონიანია. იგი შესრულებულია სოფ. კოშის ეკლესიის სამხრეთ კედელზე. წარწერის ძირითადი ნაწილი დაწერილია ცხრა სტრიქონად. გამორჩენილი ნაწილი მარცხენა მხარეს არის მიწერილი ოთხ სტრიქონად, მეორე სვეტად cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: 1270-1285 AD (lettering)

სადაურობა: სოფ. კოშის ეკლესია, სომხეთი

თავდაპირველი მდებარეობა: სოფ. კოშის ეკლესია, სომხეთი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სოფ. კოშის ეკლესია, სომხეთი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, აკაკი შანიძე

ცვლილებები ფაილში: 2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
† ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრ)თ(ი)ს(აჲ)თ(ა) მეოხ(ე)ბითა წ(მიდ)ისა ღ(მრ)თისმშ(ო)ბლ(ი)ს(ა)ჲთ(ა)
ჩ(უე)ნ მ(ა)ნდატ(უ)რთო(ჳ)ხ(უ)ცესმ(ა)ნ ივ(ა)ნე და შ(აჰა)ნშეს და მისთა ძმათა
დედამ(ა)ნ ხ(ო)შ(ა)მ(ა)ნ გაგიშჳთ თქ(უე)ნ კოშელთა ზ(ე)მოისა მზღ-
ვ(ა)რისა შარიადი ჩ(უე)ნისა და ჩ(უე)ნთა შვილთა შ(ა)ჰ(ა)ნშეს და
5მისთა ძმათა დღეგრძელობის(ა)თჳს
2
და ქუემოისა მზღვ(ა)-
რი(ს)აჲ დიკი(ს)აჲ ოდენ კოშ
ელისა კაცისაჲ გაშო(ჳ)ე-
ბო(ჳ)ლია ღალაჲ
1
5და თქ(უე)ნ გაგჳკუეთ-
ეთ რომე ერთი საჴნვ(ე)ლი თქ(უე)ნითა ჴარითა და
მისითა ჭურჭლითა უკ(უ)დავად იყოს ჩ(უე)ნთჳს და
ამისნი ჩ(უე)ნ გ(ა)მსრ(ულე)ბ(ე)ლნი ვ(ა)რთ და ვ(ი)ნცა შეცვ(ა)ლოს
წყეულ და შ(ე)ჩ(უე)ნ(ე)ბ(უ)ლ არს წ(მიდი)თა მ(ა)დლითა

დიპლომატიური

1
† ႱႾႪႨႧႠ ႶႧႱႧ ႫႤႭႾႡႨႧႠ ႼႨႱႠ ႶႧႨႱႫႸႡႪႱჂႧ
ႹႬ ႫႬႣႠႲႰႧႭႾႺႤႱႫႬ ႨႥႬႤ ႣႠ ႸႬႸႤႱ ႣႠ ႫႨႱႧႠ ႻႫႠႧႠ
ႣႤႣႠႫႬ ႾႸႫႬ ႢႠႢႨႸჃႧ ႧႵႬ ႩႭႸႤႪႧႠ ႦႫႭႨႱႠ ႫႦႶ
ႥႰႨႱႠ ႸႠႰႨႠႣႨ ႹႬႨႱႠ ႣႠ ႹႬႧႠ ႸႥႨႪႧႠ ႸჀႬႸႤႱ ႣႠ
5ႫႨႱႧႠ ႻႫႠႧႠ ႣႶႤႢႰႻႤႪႭႡႨႱႧჃႱ
2
ႣႠ ႵႳႤႫႭႨႱႠ ႫႦႶႥ
ႰႨႠჂ ႣႨႩႨႠჂ ႭႣႤႬ ႩႭႸ
ႤႪႨႱႠ ႩႠႺႨႱႠჂ ႢႠႸႭႤ
ႡႭႪႨႠ ႶႠႪႠჂ
1
5ႣႠ ႧႵႬ ႢႠႢჃႩႳႤႧ
ႤႧ ႰႭႫႤ ႤႰႧႨ ႱႠჄႬႥႪႨ ႧႵႬႨႧႠ ჄႠႰႨႧႠ ႣႠ
ႫႨႱႨႧႠ ႽႳႰႽႪႨႧႠ ႳႩႣႠႥႠႣ ႨႷႭႱ ႹႬႧჃႱ ႣႠ
ႠႫႨႱႬႨ ႹႬ ႢႫႱႰႡႪႬႨ ႥႰႧ ႣႠ ႥႬႺႠ ႸႤႺႥႪႭႱ
ႼႷႤႳႪ ႣႠ ႸႹႬႡႪ ႠႰႱ ႼႧႠ ႫႣႪႨႧႠ

თარგმანი:

† სახელითა ღმრთისაჲთა, წმიდა ღვთისმშობლის მეოხებით, ჩუენ, მანდატურთუხუცესმა ივანემ, და ხოშამან - შაჰანშეს და მისთა ძმათა დედამ, ჩუენი და ჩუენი შვილების, შაჰანშესა და მისთა ძმათა, დღეგრძელობისათჳს, თქუენ, ზემო მხარის კოშელნი, გაგათავისუფლეთ შარიადისაგან, ქვემო მხარის კორშელნი - ღალის (მარცვლეულის) გადასახადისაგან. ხოლო თქუენ უზრუნველყავით, რომ ერთი საჴნველი თქუენი ჴარითა და ჭურჭლით მუდამ იყოს ჩვენთვის. ჩუენ აღმსრულებელნი ვართ (ამ გადაწყვეტილების). და ვინც შეცვალოს, წყეულ და შეჩუენებულ იყოს წმიდა მადლით.

კომენტარი:

წარწერა 1959 წელს პირველად გამოაქვეყნა აკაკი შანიძემ. შემდეგ კი, 1977 წელს, პარუირ მურადიანმა. წარწერა მისეული შესწორებებით 1980 წელს გამოსცა ვალერი სილოგავამ. წარწერის პირველი პუბლიკაციისას დაშვებული გაუგებრობის შედეგად მასში დასახელებული ივანე მანდატურთუხუცესი, შეცდომით ივან I-ად, ზაქარია ამირსპასალარის ძმად იქნა მიჩნეული და ამდენად წარწერაც არასწორად დათარიღდა. ამ შეცდომას იმეორებს პარუირ მურადიანიც. იგი აკაკი შანიძის მსგავსად წარწერას 1214-1215 წლებით ათარიღებს. ვალერი სილოგავას აზრით, წარწერაში მოხსენიებული ივანე მანდატურთუხუცესი არის ივანე II მხარგრძელი, შაჰანშე I მანდატურთუხუცესის († 1261) ძე, ზაქარია ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის († 1212) შვილისშვილი და, მაშასადამე, ივანე I მხარგრძელის († 1227) ძმისწულის შვილი. ივანე I ჯერ იყო მსახურთუხუცესი, ხოლო შემდეგ - ათაბაგი. მანდატურთუხუცესი იგი არ ყოფილა. არც ერთი სახის საისტორიო წყარო, არც ქართულ და არც სომხურ ენებზე, ივანე I-ს მანდატურთუხუცესად არ ასახელებს. ვალერი სილოგავას დათარიღებით, წარწერა 1270-1285 წლებშია შესრულებული, ვინაიდან ივანე II მხარგრძელი მანდატურთუხუცესი სწორედ ამ წლებში იყო.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 1980 ვალერი სილოგავა, ცნობები და შენიშვნები სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ, 142-175

შანიძე, 1959 А. Г. Шанидзе, Грузинская надпись XIII века в сел. Кош (Армянская ССР), 7-19

მურადიანი, 1977 პარუირ მურადიანი, სომხეთის ქართული წარწერები, წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (სომხურ ენაზე), 5-256

ფოტო

   Fig. 1. კოშის წარწერა