ECG356. თეჟარუიქის საამშენებლო წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. იგი ამოღარულია ტაძრის სამხრეთ კედლის კარნიზის ქვემოთ და კედლის თითქმის მთელი სიგანე უჭირავს cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: XIII AD (lettering)

სადაურობა: თეჟარუიქის ეკლესია, სომხეთი

თავდაპირველი მდებარეობა: თეჟარუიქის ეკლესია, სომხეთი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: თეჟარუიქის ეკლესია, სომხეთი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, პარუირ მურადიანი

ცვლილებები ფაილში: 2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

†ჯ(უა)რო [ქ(რისტ)ესო ცხ(ო)]ვ(ე)ლსმყ(ო)ფ(ე)ლ[ო] რ(ომე)ლი აღემ(ა)რთე გ(ო)ლგ(ო)თ[ა]ს ჴს(ნ)ისათ(ჳ)ს ჩ(უე)ნ(ი)ს(ა) შ(ე)ნმ(იე)რ(ი)თ(ა) ძ(ა)ლ(ი)თა შ(ე)ზღ(უ)დვ(ი)ლნი [დაგჳფარენ] ი(ვა)ნე მჴ(ა)რგრძ(ელ)მ(ა)ნ
შვ(ი)ლმ(ა)ნ ე(რისთა)ვთე(რ)ი(სთა)ვ(ი)სა ს(ა)რგ(ი)ს მა(ნდა)ტ(უ)რთუხ(უ)ც(ე)ს(ი)სა შ(ა)ჰ[ანშა ზაქარი]ა ბარქ დ(ი)დ(ი)სა ამ(ი)სპ(ასალა)რ(ი)სა ძმ(ა)მან ქ(უე)ყნისა ა[]ირ(ი)ს(ი)თ შარჰით ვ(ა)ღ(ე)ძ(ო)რ(ი)თ [] გ(აე)წ(ო)ნ(ი)თ შ(ა)თ(ი)თ
კაიტბუკ(ი)თ განძ(ი)ს თვით ნორბ(ე)რდ(ი)თ კეჩრ(ო)ლ(ი)თ [ქ(უე)ყნ(ა)]მდის შუა ყ(ოვ)ლისავე ამღ(ე)ბ(ე)ლმ(ა)ნ ს(ა)ხ(ე)ლსა შ(ე)ნსა აღვ(ა)შ(ე)ნე მ(ო)ნ(ა)სტ(ე)რი და ეკლ(ე)ს(ი)აი ესე

დიპლომატიური

†ႿႰႭ [..... ..]ႥႪႱႫႷႴႪ[.] ႰႪႨ ႠႶႤႫႰႧႤ ႢႪႢႧ[.]Ⴑ ჄႱႨႱႠႧႱ ႹႬႱ ႸႬႫႰႧ ႻႪႧႠ ႸႦႶႣႥႪႬႨ [.........] ႨႬႤ ႫჄႰႢႰႻႫႬ
ႸႥႪႫႬ ႤႥႧႤႨႥႱႠ ႱႰႢႱ ႫႠႲႰႧႳႾႺႱႱႠ ႸჀ[.... ......]Ⴀ ႡႠႰႵ ႣႣႱႠ ႠႫႱႮႰႱႠ ႻႫႫႠႬ ႵႷႬႨႱႠ Ⴀ[]ႨႰႱႧ ႸႠႰჀႨႧ ႥႶႻႰႧ [] ႢႼႬႧ ႸႧႧ
ႩႠႨႲႡႳႩႧ ႢႠႬႻႱ ႧႥႨႧ ႬႭႰႡႰႣႧ ႩႤႹႰႪႧ [...]ႫႣႨႱ ႸႳႠ ႷႪႨႱႠႥႤ ႠႫႶႡႪႫႬ ႱႾႪႱႠ ႸႬႱႠ ႠႶႥႸႬႤ ႫႬႱႲႰႨ ႣႠ ႤႩႪႱႠႨ ႤႱႤ

თარგმანი: (ka)

† ქრისტეს ჯუარო, ცხოველსმყოფელო, რომელი აღემართე გოლგოთას ჩვენს სახსნელად, შენმიერი ძალით შეზღუდვილნი დაგჳფარენ. ივანე მხარგრძელმა, ერისთავთ-ერისთავის სარგის მანდატურთუხუცესის შვილმა, შაჰანშა ზაქარია ბარქ დიდი ამისპასალარის ძმამ, ქვეყნის ა[..]ირისით, შარჰით, ვაღეძორით, [.......], გაეწონით, შათით, კაიტბუკით, განძის თვით ნორბერდით, კეჩროლით ქუეყნამდე ყველაფრის ამღებელმა, შენს სახელზე აღვაშენე მონასტერი და ეს ეკლესია.

კომენტარი:

თეჟარუიქის ეკლესია მდებარეობს სოფელ მეღრაძორის ახლოს. მას უწოდებენ გიურჯიქილისას, ქართველთა ეკლესიას. სომხურ წყაროებში ეწოდება ასევე პღნძაანქ. წარწერა 1977 წელს გამოაქვეყნა პარუირ მურადიანმა, ხოლო 1980 წელს მისეული შესწორებებით - ვალერი სილოგავამ. ვალერი სილოგავს აზრით, წარწერა ყურადღებას იქცევს, პირველ რიგში, ტოპონიმების სიმრავლით - ათზე მეტი „ქვეყანა“ და პუნქტია მასში დასახელებული. იგი ძვირფას საისტორიო წყაროს წარმოადგენს.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 1980 ვალერი სილოგავა, ცნობები და შენიშვნები სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ, 142-175

მურადიანი, 1977 პარუირ მურადიანი, სომხეთის ქართული წარწერები, წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (სომხურ ენაზე), 5-256