ECG359. შაჰნაზირის დავითის წარწერა II

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ბალავარი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა შესრულებულია ერთ ქვაზე ოთხ სვეტად. I-სა და II სვეტში 7 სტრიქონია, III-ში - 9, IV-ში კი - 8 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: 1245-1247 AD (lettering)

სადაურობა: შაჰნაზარის ზემო ეკლესია, სომხეთი წარწერა ამოკვეთილია სოფელ შაჰნაზარის ზემო ეკლესიის ეზოში ბალავრის ქვაზე, რომელიც ამჟამად ვარდაპედ ვარდანიანის საფლავზე დევს. ლეონ მელიქსეთ-ბეგის ცნობით, წარწერა გადმოტანილია სოფელ ირღანჩაიდან

თავდაპირველი მდებარეობა: შაჰნაზარის ზემო ეკლესია, სომხეთი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: შაჰნაზარის ზემო ეკლესია, სომხეთი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, ლეონ მელიქსეთ-ბეგი

ცვლილებები ფაილში: 2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
ს(ა)ხ(ელითა)
ღ(მრთისაჲ)თა
და მე-
ოხები-
5თა წ(მი)დ(ი)ს(ა)
ღ(მრ)თ(ი)სმშ(ო)-
ბ[(ე)ლ(ისაჲ)თა]
2
წ(მიდი)სა
იოვა-
ნე ნ(ა)თ(ლის)მ-
ცემ(ე)ლისა(ჲ)თა
5დ(აიდვ)ა ესე
წ(მიდ)ა ბ[ა]ლა-
ვარი
3
ჟ(ამ)თა
ო(ჳ)კ(ა)ნ
რო(ჳ)-
სო(ჳ)დ-
5ა(ნ) დე-
დოფ-
ლის(ა)-
თო(ჳ)ი-
4
და-
ვი-
თ მე-
ფობა-
5სა შე-
აწიე-
ნ ღ-
(მერთმა)ნ

დიპლომატიური

1
ႱႾ
ႶႧႠ
ႣႠ ႫႤ
ႭႾႤႡႨ
5ႧႠ ႼႣႱ
ႶႧႱႫႸ
Ⴁ[...]
2
ႼႱႠ
ႨႭႥႠ
ႬႤ ႬႧႫ
ႺႤႫႪႨႱႠႧႠ
5ႣႠ ႤႱႤ
ႼႠ Ⴁ[.]ႪႠ
ႥႠႰႨ
3
ႯႧႠ
ႭႩႬ
ႰႭ
ႱႭႣ
5Ⴀ ႣႤ
ႣႭႴ
ႪႨႱ
ႧႭႨ
4
ႣႠ
ႥႨ
Ⴇ ႫႤ
ႴႭႡႠ
5ႱႠ ႸႤ
ႠႼႨႤ
Ⴌ Ⴖ

თარგმანი: (ka)

სახელითა ღმრთისაჲთა, წმიდა ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის მეოხებით დაიდვა ეს წმიდა ბალავარი ჟამთა უკან რუსუდან დედოფლისათვის, დავითის მეფობას შეეწიე, უფალო.

კომენტარი:

წარწერა 1964 წელს შეისწავლა და გამოსცა ლეონ მელიქსეთ-ბეგმა. 1977 წელს გამოაქვეყნა პარუირ მურადიანმა, ხოლო 1980 წელს მისეული შესწორებებით - ვალერი სილოგავამ. ბალავრის ქვაზე ამოკვეთილი ტექსტი ლეონ მელიქსედ-ბეგმა ორ სხვადასხვა დამოუკიდებელ წარწერად მიიჩნია. ასევე, ორ წარწერად მიიჩნია იგი პარუირ მურადიანმა და თავის წიგნში სხვადასხვა ნომრით შეიტანა. ამის საფუძველს მკვლევრებს ის აძლევდა, რომ წარწერის მეორე ნაწილი წინმიმავალი ტექსტის მარცხნივ არის ამოკვეთილი. თუმცა, ვალერი სილოგავას აზრით, ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო წარწერის შემსრულებლის მიზნით, ტექსტის ძირითადი, უმთავრესი ნაწილი მოეთავსებინა ბალავრის ქვის ცენტრში, ხოლო მისი გაგრძელება კი ამოეკვეთა ფილის თავისუფალ მარცხენა მხარეს. მსგავსი შემთხვევები ქართულ ეპიგრაფიკაში სხვაგანაც დასტურდება. პარუირ მურადიანი ვარაუდობს, რომ წარწერა შესრულებული უნდა იყოს რუსუდან დედოფლის სიცოცხლეში, 1237-1245 წლებში, და მისი ავტორი უნდა ეკუთვნოდეს იმ წრეებს, რომლებიც რუსუდანისა და მისი შვილის, დავითის, მეფობის კანონიერებას უჭერდნენ მხარს. ამ აზრის გასაბათილებლად ვალერი სილოგავა წერს, რომ რუსუდანის მეფობის კანონიერებაში არც არავის შეჰპარვია ეჭვი არასდროს, ხოლო რაც შეეხება დავითს, იგი ჯერ კიდევ 1230 წელს, რუსუდანის გარდაცვალებამდე 15 წლით ადრე, აკურთხეს რუსუდანის თანამოსაყდრედ. რაც შეეხება წარწერის დათარიღებას, ვალერი სილოგავას მიაჩნია, რომ იგი შესრულებულია რუსუდან დედოფლის გარდაცვალების („ჟამთა უკან“), 1245 წლის შემდგომ, იმ დროს, როდესაც მის ძეს, დავითს „მეფობის შეწევნა“ სჭირდება. როდის შეიძლებოდა ყოფილიყო ეს? ვალერი სილოგავას აზრით, 1245-47 წლებში, რუსუდანის გარდაცვალებასა და დავითის, როგორც მეფედ დამტკიცებულის, ურდოდან საქართველოში დაბრუნებას შორის (ურდოში დავითი 1242/43-1247 წლებში იმყოფებოდა).

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 1980 ვალერი სილოგავა, ცნობები და შენიშვნები სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ, 142-175

მელიქსეთ-ბეგი, 1964 ლეონ მელიქსეთ-ბეგი, ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა, 309-327

მურადიანი, 1977 პარუირ მურადიანი, სომხეთის ქართული წარწერები, წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (სომხურ ენაზე), 5-256