ECG372. ხუნზახის VIII წარწერა დაღესტნიდან

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ჯვარი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ხუთსტრიქონიანია cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: IX-X AD (lettering, historical, context)

სადაურობა: ხუნზახი, დაღესტანი ჯვრის ნატეხი ინახება არქეოლოგ მ. ჰაჯიევთან, უმკლავებოდ და ქვედა ნაწილის გარეშე

თავდაპირველი მდებარეობა: ხუნზახი, დაღესტანი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ხუნზახი, დაღესტანი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: შაჰბან ჰაფიზოვი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

(ჯუა)რი
ქ(რისტე)სი ს
მ(ე)ყჰ(ე)ჭ
წ(მიდა)ო შ(ეიწყალ)ე
5ქინყ

დიპლომატიური

ႰႨ
ႵႱႨ Ⴑ
ႫႷჀႽ
ႼႭ ႸႤ
5ႵႨႬႷ

თარგმანი: (ka)

ჯვარი ქრისტესი, მეყჰეჭ (ხუნძ.) წმიდაო, შეიწყალე ქინყ (ხუნძ.).

კომენტარი:

შაჰბან ჰაფიზოვის აზრით, ჰ, ყ, მ, ნ ასოების დაწერილობის მიხედვით წარწერა IX-X საუკუნეებით უნდა დათარიღდეს. ამ წარწერაში საყურადღებოა წმინდანის სახელი, რომელსაც, ალბათ, ადგილობრივი, ხუნძური წარმომავლობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელიდან აქ ასახულია მხოლოდ თანხმოვნები: მ, ყ, ჰ, ჭ, შაჰბან ჰაფიზოვის ვარაუდით, იგი შეიძლება ამოვიკითხოთ როგორც მეყჰეჭ „უცდომელი, შეცდომის უქონელი“. აღსანიშნავია ჰ და ჭ ასოები, რომლებიც შედის ხუნძური სიტყვის ჰეჭო-ს „არ არის; არ იმყოფება; არ არსებობს“ შემადგენლობაში. იგივე ფუძე დაბოლოებად გამოიყენება ზოგ ანთროპონიმშიც: ჵელეჭ (Магомедов А. Чародинцы: прошлое, настоящее, будущее. Махачкала, 2000, 324) (მომდინარეობს ჵელ-ჰეჭ „შეუფერებელი, არასათანადო, ულამაზო“ ფორმისაგან. სახელი „მფარველია“, ანუ იცავს მის მატარებელს ბოროტი სულისაგან), ჵვეჭილავ (ГIабашилов ГI. Сугъулдерил калам. МахIачхъала, 2007, 14) (ჵეჲ-ჰეჭ + სუფიქსი ილავ „ვინც არ გაიზარდა“), ბოლჲოჭ (Хапизов Ш.М. Поселения Джарского общества (историко-географическое и этнографическое описание микрорегиона в Восточном Закавказье). Махачкала, 2011, 221). (ბოლ-ჰეჭ „თემის წევრი არ არის“ (იქვე, 222), ანუ „ხიზანი“). განსხვავებით აქ დასახელებულ ანთროპონიმთაგან წარწერაში წარმოდგენილ სახელს არ აკლია ჰ თანხმოვანი. უნიკალურია წარწერის მეორე ანთროპონიმიც, რომელიც, როგორც ჩანს, შეუკვეცელი სახითაა მოცემული: ქინყ. მისი ამოსავალი ჩანს სიტყვა გინყ „პურეულის თავთავის ფხა“ (Саидова П.С. Диалектологический словарь аварского языка. М., 2008, 211). ამ მხრივ საყურადღებოა იმგვარი ხუნძური მეტსახელები, რომლებიც პირსახელებად გადაიქცევიან ხოლმე.

ბიბლიოგრაფია:

ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 124-125

ფოტო

   Fig. 1. ხუნზახის VIII წარწერა დაღესტნიდან