მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 24 x h 17 x d 4,5 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა რვასტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია ქვაზე, რომელსაც სწორკუთხედის ფორმა აქვს. ქვის ზედა ნაწილი სისქე-სიგანეში ოდნავ უფრო ვიწროა, ვიდრე ქვედა. ქვის წინა მხარის ზედაპირი (რომელზედაც წარწერაა გაკეთებული) საკმაოდ გლუვია, მას მარჯვენა ქვემოთ ნაწილი სიბრტყეზე ჩამომტვრეული აქვს. ქვის უკანა მხარე დაუმუშავებელია და ამიტომ ოღრო–ჩოღროა. გვერდით კიდეებს ატყვია თლის კვალი. ქვის წინა მხრის შუაში ღრმა ჩაღარვით გამოყვანილია ჯვარი. ჯვრის სიმაღლე 14,5 სმ, გარდიგარდმო ფრთის სიგრძე 9,4 სმ, სიგანე საშუალოდ 1,4-1,3 სმ. cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა
დათარიღება: XIV AD (lettering, historical, context)
სადაურობა: გინიჩუტლი, დაღესტანი წარწერა ნაპოვნია 1949 წლის შემოდგომაზე სოფელ ჰალაში ხუნზახის პლატოს სოფელს გინიჩუტლის ახლოს, სათიბი ადგილის მოწმენდის დროს. ჰალაში ამჟამად არავინ ცხოვრობს, იგი დიდი ხანია მიტოვებულია და ნასახლარებიღაა დარჩენილი. წარწერა ტოგო გუდავას გადასცა ხუნძახის საშუალო სკოლის მასწავლებელმა, მანსურ გაიდარბეკოვმა, 1950 წლის ივლისში.
თავდაპირველი მდებარეობა: გინიჩუტლი, დაღესტანი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: დაღესტნის სახელმწიფო მუზეუმი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ტოგო გუდავა, შაჰბან ჰაფიზოვი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
ჯვარი ქრისტესი, უფალო, განუსვენე ჩახუტის სულს.
კომენტარი:
ქარაგმის ნიშანი წარწერაში მხოლოდ ერთხელაა გამოყენებული (Ⴍ`Ⴍ), ნიშნად ნახმარია მახვილი კუთხე. სხვაგან შემოკლებული სიტყვები უქარაგმოდაა დატოვებული (ႿႰႨ, ႵჁႱႨ, ႢႱႬႤ, ႱႪႱႠ). ენობრივი თვალსაზრისით წარწერა უჩვეულოს არაფერს შეიცავს, დაწერილია გამართული ქართულით. მასში მოხსენებულია საკუთარი სახელი ჩახუტი, რომლის სულის განსვენებასაც შესთხოვენ უფალს. გამომცემელი მიიჩნევს, რომ ამ საკუთარ სახელს დამატებითი კვლევა სჭირდება. იგი შესაძლებელია ქართული წარმოშობისა იყოს (-უტ დაბოლოებიანი). თუმცა სანამ ადგილობრივი (ხუნძური) ონომასტიკონი შესწავლილი არაა, გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. წარწერის შინაარსი („განუსვენე სულსა“) ტოგო გუდავას აფიქრებინებს, რომ იგი საფლავის წარწერაა და, შესაძლოა, თავის დროზე ვინმე ჩახუტის სამარხზე ყოფილიყო დადგმული.
ბიბლიოგრაფია:
გუდავა, 1954 ტოგო გუდავა, ორი წარწერა (ქართული და ქართულ - ხუნძური) დაღესტნიდან, 185-197
ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 128