მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ჯვარი
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. IV სტრიქონის ორი ასოს მხოლოდ ზედა ნაწილები ჩანს. ჯამში წარწერაში 10 ასოა წარმოდგენილი cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. ლ, ბ, ხ, მ ასოების მოხაზულობა შეესაბამება ასომთავრულს
დათარიღება: VIII-X AD (lettering, historical, context)
სადაურობა: სოფ. მითლიჰურიბი, შამილის რაონი, დაღესტანი შამილის რაიონის სოფელ მითლიჰურიბის სასაფლაოსთან აღმოჩენილია ჯვრის ნატეხი. შემორჩენილია მხოლოდ მისი ფუძე, ჩამოტეხილი აქვს დიდი ნაწილი, რის გამოც მხოლოდ წარწერის ფრაგმენტი ჩანს
თავდაპირველი მდებარეობა: სოფ. მითლიჰურიბი, შამილის რაონი, დაღესტანი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: სოფ. მითლიჰურიბი, შამილის რაონი, დაღესტანი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: შაჰბან ჰაფიზოვი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
გახარება მის სულს
კომენტარი:
შაჰბან ჰაფიზოვი მითლიჰურიბის წარწერის ამოკითხვისას ითვალისწინებს ტ. გუდავას მიერ წაკითხული გინიჩუტლის წარწერისა („ჯუარი ქრისტესი. უფალო, განუსვენე სულსა ჩახუტისსა“) და ჭაროდის რაიონის სოფელ მურუხში მიკვლეული წარწერის („სულსა ქოჟიგისა“ Хапизов Ш.М. Грузинская надпись из юго-восточной Аварии. Материалы III международного конгресса кавказоведов. Тбилиси, 2013, 205-206; (ინგლისურ ენაზე); 468-470 (რუსულ ენაზე)) ტექსტებს. შაჰბან ჰაფიზოვის აზრით, მითლიჰურიბის წარწერაში მეორე სტრიქონის სამი ასო ნაწილია სიტყვისა სულსა, რაც გულისხმობს გარდაცვლილის სულს. აქედან გამომდინარე, მესამე სტრიქონს კითხულობს, როგორც მის(ს)ა, ანუ II და III სტრიქონებზე წერია სულსა მისსა. ხრბ-ს ხსნის, როგორც ხარება, რომელიც აღნიშნავს სახარებისეულ ამბავს და ამ დღის აღსანიშნავ დღესასწაულს. გარდა ამისა, ამ სიტყვას აქვს კიდევ ორი მნიშვნელობა: „გახარება, სიხარული“ და „სულის ხსნა“. მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ეს სიტყვა გამოყენებულია სწორედ ამ ბოლო მნიშვნელობებით და აღნიშნავს სულის გახარებას ზეციურ ნათელში, ანუ ცხონებას. მოსალოდნელია, რომ ტექსტი VIII-X საუკუნეებისა იყოს.
ბიბლიოგრაფია:
ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 128-129