ECG380. ჰოწატლის II წარწერა დაღესტნიდან

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ჯვარი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ნუსხური წარწერა

დათარიღება: არ არის მითითებულიs

სადაურობა: სოფ. ჰოწატლი, ხუნზახის რაიონი, დაღესტანი სოფელ ჰოწატლში 1964 წელს მიაკვლიეს ქვის ჯვარს ქართული წარწერითურთ. ენათმეცნიერ ყაზბეგ მიქაილოვის 2014 წლის ზეპირი ცნობით, იგი ინახებოდა ჰოწატლელი ჰაჯიდადი ჰაჯიმირზაევთან, რომელსაც 1968 წელს უჩუქებია ყ. მიქაილოვისათვის, ხოლო ამ უკანასკნელს ჯვარი ჩაუბარებია დაღესტნის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილების გამგისათვის ვ. კოტოვიჩისათვის. ენათმეცნიერ ბორის ატაევის პირად არქივში დაცული ფოტოსურათის მინაწერიდან (სურათის ავტორია ყ. მიქაილოვი) ირკვევა, რომ ფოტოსურათი გადაღებულია 1964 წელს ჰოწატლის სკოლის მუზეუმში, ხოლო ცნობები ჯვრის შესახებ ჩაწერილია შაფი გიმბათოვისაგან. შაჰბან ჰაფიზოვს უფრო სანდოდ მიაჩნია 1964 წლის ფოტოს მინაწერის ცნობები, ვიდრე 2014 წლის ზეპირი ინფორმაცია.

თავდაპირველი მდებარეობა: სოფ. ჰოწატლი, ხუნზახის რაიონი, დაღესტანი

ბოლო აღწერილი მდებარეობა:

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: შაჰბან ჰაფიზოვი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ო(ჳფალ)ო ი(ესო)ჳ
ქ(რისტ)ე წ(მიდა)ჲ მ(ა)რ(ია)მ
შ(ეიწყალ)ე ბიან-
დორ ა(მი)ნ

დიპლომატიური

ႭႭ ႨჃ
ႵႤ ႼჂ ႫႰႫ
ႸႤ ႡႨႠႬ
ႣႭႰ ႠႬ

თარგმანი: (ka)

უფალო იესუ ქრისტე, წმიდაჲ მარიამ, შეიწყალე ბიანდორ, ამინ

კომენტარი:

წარწერის ტექსტი პირველად შაჰბან ჰაფიზოვმა გამოიკვლია, თუმცა მისი ფოტოსურათი ანალიზის გარეშე გამოაქვეყნა ბორის ატაევმა თავის მონოგრაფიაში (Атаев Б.М. Аварцы: язык, история, письменность. Махачкала, 2005, 158). ტექსტში ითხოვენ ვინმე ბიანდორის შეწყალებას. სახელი ბიანდორი ამჟამადაც დასტურდება შუა ხუნძეთში მაინდურ ვარიანტის სახით (Айтберов Т.М. Хрестоматия по истории права и государства Дагестана в XVIII-XIX вв. Часть II. Махачкала, 1999, 98; Эльдаров Э.М. Хунзахцы в 1886 году (По итогам первой русской переписи населения Дагестана). Демографический справочник. Махачкала, 2005, 24).

ბიბლიოგრაფია:

ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 129-130

ფოტო

   Fig. 1. ჰოწატლის II წარწერა დაღესტნიდან