ECG381. მურუხის წარწერა დაღესტნიდან

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ჯვარი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ნუსხური წარწერა

დათარიღება: არ არის მითითებულიs

სადაურობა: სოფ. მურუხი, ჭაროდის რაიონი, დაღესტანი ჭაროდის რაიონის სოფ. მურუხში ერთი სახლის კედელში აღმოჩნდა ჩასმული ქართულწარწერიანი ქვა, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის წინ წამოუღიათ მშენებლებს მურუხის განაპირიდან და ჩაუსვამთ ხსენებული სახლის კედელში, რა დროსაც ქვის ზედა ნაწილი ჩამომტვრეულა. ამ ქვის წარწერა ახლახან გამოქვეყნდა (Хапизов Ш.М. Грузинская надпись из юго-восточной Аварии. Материалы III международного конгресса кавказоведов. Тбилиси, 2013, 205-206 (ინგლისურ ენაზე); 468-470 (რუსულ ენაზე). სოფ. მურუხი კლდეზე აგებული კოშკის ირგვლივაა გაშენებული. კოშკისგან მოშორებით სასაფლაოა, რომელსაც იქაურები ქაფურაზულ ხაბალს „ურწმუნოთა საფლავებს“ უწოდებენ. სწორედ აქედან წამოუღიათ ქართულწარწერიანი ქვაც. სავარაუდოა, რომ ქვა ჯვარს წარმოადგენდა, რომლისგანაც გადარჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი უმკლავებოდ.

თავდაპირველი მდებარეობა: სოფ. მურუხი, ჭაროდის რაიონი, დაღესტანი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სოფ. მურუხი, ჭაროდის რაიონი, დაღესტანი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: შაჰბან ჰაფიზოვი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ს(უ)ლსა
ქოჟი-
გისა

დიპლომატიური

ႱႪႱႠ
ႵႭႯႨ
ႢႨႱႠ

თარგმანი: (ka)

სულსა ქოჟიგისა...

კომენტარი:

შაჰბან ჰაფიზოვის აზრით, წარწერა ტ. გუდავას მიერ ამოკითხული ჩახუტის წარწერის მსგავსად მთავრდება სიტყვებით: ს(უ)ლსა ქოჟიგისა (შდრ. ტ. გუდავას მიერ ამოკითხული: ს(უ)ლსა ჩახუტისსა). ვინაიდან ტ. გუდავას ტექსტი იწყებოდა სიტყვებით: ჯვარი ქრისტესი. უფალო განუსვენე..., ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ მურუხის წარწერაშიც გამოითხოვდნენ ვინმე ქოჟიგის სულის განსვენებას.

ბიბლიოგრაფია:

ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 130

ფოტო

   Fig. 1. მურუხის წარწერა დაღესტნიდან