მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: w 30 x h 12 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ხუთსტრიქონიანია. იგი მოთავსებულია ეკლესიის დასავლეთის ქვედა სარკმელში, მარჯვენა მხარეს cm
ასოთა მოხაზულობა: ფრესკული მხედრული წარწერა
დათარიღება: XV AD (lettering)
სადაურობა: ვანის ქვაბები, ასპინძის მუნიციპალიტეტი
თავდაპირველი მდებარეობა: ვანის ქვაბები, ასპინძის მუნიციპალიტეტი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ვანის ქვაბები, ასპინძის მუნიციპალიტეტი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: შერმადინ ონიანი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
† წავალ, შევუერთდები ბალახის მძოველ ცხოველთა და ჯიხვთა ჯოგებს. ვაომებ მრავალთა მებრძოლთა - ჩემი ნების არ შემსრულებელთ.
კომენტარი:
ვანის ქვაბთა მონასტერი მდებარეობს ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ვარძიასა და თმოგვს შორის, ვარძიიდან სამი კილომეტრის დაშორებით. მონასტერი გამოკვეთილია ფრიალო კლდეში და ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია. გამოქვაბულთა ყველაზე მაღალ სართულზე გადარჩენილია ჯვრის ტიპის პატარა გუმბათიანი, თეთრად შელესილი ეკლესია. მისი კედლები მთლიანად დაფარულია XV საუკუნის მეორე ნახევრის მხედრული წარწერებითა და ნახატებით. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება ლექსებიც, რომლებშიც მოყვანილია „ვეფხისტყაოსნისა“ და „როსტომიანის“ ფრაგმენტები, აგრეთვე XII-XV საუკუნეების ლირიკული პოეზიის ნიმუშები, როგორც ლიტერატურული, ასევე ფოლკლორული. წარწერის ავტორია გულქანი, რომლის ვინაობა უცნობია. ზოგადად კი, იგი დიდგვაროვანი, სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი, თავისი დროისათვის განსწავლული მანდილოსანი უნდა იყოს, მხატვარი და კალიგრაფი. წარწერა წარმოადგენს სატრფიალო ხასიათის ორტაეპიან მაჯამას. იგი მცირე ჟანრის ლირიკული პოეზიის ნიმუშია. შერმადინ ონიანის აზრით, ის შექმნილი უნდა იყოს XII-XIII საუკუნეებში. წარწერაში ნახსენები სიტყვა „არნი“ ნიშნავს ჯიხვს.
ბიბლიოგრაფია:
ონიანი, 1967 შერმადინ ონიანი, ვანის ქვაბთა ორი პოეტური წარწერა, 33-37