ECG387. ჰალას ქართული-ხუნძური წარწერა დაღესტნიდან

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ჯვარი

ზომა: w 17 x h 22 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა თერთმეტსტრიქონიანია cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული (ქართული ტექსტი) და ნუსხური (ხუნძური ტექსტი) წარწერა. შიგადაშიგ ასომთავრულში ნუსხური დამწერლობის ასოებიც ურევია (უფრო იშვიათად - პირუკუ)

დათარიღება: XIV AD (lettering, historical, context)

სადაურობა: ჰალას ნაქალაქარი, დაღესტანი წარწერიანი ქვის ჯვარი აღმოჩნდა ხუნზახის რაიონის სოფელ ბათლაჰეჭიბის ახლოს მდებარე ჰალას ნაქალაქარზე. წარწერა ორენოვანია (ქართულ - ხუნძური). ქართული ტექსტი მოთავსებულია წარწერის დასაწყისსა და ბოლოში. შუა ნაწილში - ხუნძური ტექსტი. იგი შესრულებულია ჯვარზე, რომლის სამივე ფრთა სამწვერიანია; მარცხენა ფრთის ქვედა ნაწილი ჩამოტეხილია. მუზეუმს ჯვარი გადასცემია ბუინაქსკის ანტირელიგიური მუზეუმიდან უკანასკნელის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით (1933 წ.); სხვა ცნობები მუზეუმს არ მოეპოვება. ჯვარს არ ეტყობა ატმოსფერული ზეგავლენა. როგორც ჩანს, ის შენობის შიგნით იყო აღმართული.

თავდაპირველი მდებარეობა: ჰალას ნაქალაქარი, დაღესტანი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: დაღესტნის სახელმწიფო მუზეუმი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: არნოლდ ჩიქობავა, შაჰბან ჰაფიზოვი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ჯ(უა)რი ქ(რისტ)ე
შ(ეიწყალ)ე თ(ეოდორ)ე წ(მიდა)-
ო თ(ეოდორ)ე წ(მიდა)ო
სარკელი წობთეგ
5ი ბოტბ ჩაჰლტა რა[]
ვ ჩჰე
სიტა
ა(მე)ნ ო(ჳფალო)
ღ(მერთ)ო ჩ(უე)ნო
10გაბრ(იე)ლი
დაიცოჳ(ე)ნ

დიპლომატიური

ႿႰႨ ႵႤ
ႸႤ ႧႤ Ⴜ
Ⴍ ႧႤ ႼႭ
ႱႠႰႩႤႪႨ ႼႭႡႧႤႢ
5Ⴈ ႡႭႲႡ ႹႠჀႪႲႠ ႰႠ[]
Ⴅ ႹჀႤ
ႱႨႲႠ
ႠႬ Ⴍ
ႶႭ ႹႬႭ
10ႢႠႡႰႪႨ
ႣႠႨႺႭჃႬ

თარგმანი: (ka)

ჯვარი, ქრისტე შეიწყალე თეოდორე, წმიდაო თეოდორე, წმიდაო სარკელი, წობთეგ ი ბოტბ ჩაჰლტა რა... ვ ჩჰე სიტა, ამინ, უფალო ღმერთო ჩუენო, გაბრიელი დაიცუენ.

კომენტარი:

ტექსტში ხშირია ორწერტილი და ქარაგმები; ქარაგმები ხუნძურ ნაწილში მხოლოდ ერთგანაა გამოყენებული. წარწერის თავისებურებანი: პირველი სიტყვა წოდებეთში კი არაა (ჯუარო), როგორც ეს იყო მოსალოდნელი, არამედ - სახელობითში. ჯერ შესაწყალებელი თეოდორეა დასახელებული, მერე - შემწყალებელი წმიდანი; ჩვეულებრივი პირიქით არის. შესავედრებელ წმინდანად გამოყვანილია „სარკელი“. ასეთი წმინდანი ბერძნულმა და რომაულმა ეკლესიამ არ იცის. ეს სიტყვა ჩრდილოურ ხაზარულ სამყაროს მოგვაგონებს: სარკელი - „თეთრი სახლი“ - Белая Вежа ხაზართა ქალაქის სახელადაა ცნობილი. არნოლდ ჩიქობავა: „ერთ ხუნძურ აულში სარკილ კაცს ერქვაო, გადმომცა შ. მიქაილოვმა. ემინკი-ს მეცნ. თანამშრომელმა მ. გუჯეჯიანმა მიგვითითა, სარაკელ სვანური წყევლის ფორმულაში გვხვდებაო; საკითხი დამატებით ძიებას მოითხოვს.“ წარწერის ბოლო ნაწილი გაბრიელის დაცვას შესთხოვს უფალს. არნოლდ ჩიქობავას აზრით, შესაძლოა, ეს იყოს წარწერის ამომჭრელი. არნოლდ ჩიქობავა განიხილავს წარწერის შიგნით მოქცეულ ხუნძურ ფრაზას: „წობთეგი: ბოტბ: ჩაჰლტა: რა ვ: ჩ`ჰე სიტა“ ხუნძური ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მთლიანად არაა გარკვეული ფრაზის მნიშვნელობა. წობთეგი ორსიტყვიანი გამოთქმაა: წობ - ესაა ხუნძურად წაობ „წყალობა“, თეგი - ხუნძურად ლ’ეგი ნატვრითი კილოს ჩვეულებრივი ფორმაა ზმნისგან ლ’ეზე "დება". წობ თეგი „წყალობა დაიდოს“, „შეწყალებულ იქნეს“; ეს ფრაზა ამჟამადაც არ არის უცნობი გამოთქმა: ალლაჰასულ წაობ ლ’ეგი დუდა! - ღვთის წყალობა (დაგედოს) შენ! ამ ქარაგმის გახსნა ჯერ-ჯერობით არ ხერხდება. აგრეთვე დაზიანებული ადგილის აღდგენა: რ-ის შემდეგ ჩანს ა-ს თავი. ქართულ წარწერაში მაგარი წჾ გადმოცემულია ჩვეულებრივით, ლატერალურ სპირანტ ლ'-ს კი წარწერის ამომჭრელმა თ შეუფარდა. საინტერესოა, რომ თვით ხუნძურშიც, სახელდობრ, მის ანწუხურ კილოში ლ'—>თ; მაგრამ თეგი-ს თ აქ ხუნძურიდან არ უნდა მომდინარეობდეს. რა...ვ ხუნძური პირველი გრამატიკული კლასის ნიშნით (-ვ-) თავდება. აქ იგი მიმღეობას უნდა ჰქონდეს დართული. რა ზმნისას? საფიქრებელია, ეს იყოს ჰჾალტარავ - ზმნისაგან ჰჾალტიზე „მუშაობა“, „დაშვრომა“, - ნამყო დროისა - „დამაშვრალი“, „ნამუშაკევი“. მაგრამ ჩა გვრჩება აუხსნელი, ლ-ასის წინამავალი ა-ც გვაკლია (ჰჾ კი შეეძლოთ ჰ-თი გადმოეცათ, - ეს არაა დაბრკოლება); რ-ს შემდეგ დაზიანებული ადგილი ერთზე მეტ ასოს - ორს თუ სამს - გვავარაუდებინებს. შეიძლებოდა წერტილით გამოყოფილი სიტყვები ცალ-ცალკე დაგვეტოვებინა და რა...ვ დაგვეკავშირებინა ზმნასთან რაღიზე „ბრძოლა“, რაღ'ავ=რაღულავ „მებრძოლი“, воинственный, მაგრამ მაშინ დაქარგმება უნდა ვივარაუდოთ დაზიანებულ ნაწილში. ჩაჰლტა შეიძლება იყოს ლოკატივი კითხვაზე სად? (ჩაჰლტა ‹- ჩაჰლდა, როგორც ეს ხუნძახის რაიონშია ჩვეულებრივი) და მაშინ ადგილის გარემოებასთან გვექნება საქმე; მაგრამ შეუძლებელი არაა ეს იყოს ჩალთა „საბრძოლო ნაჯახი“; ასეთ შემთხვევაში ის მიეკედლებოდა მომდევნო სიტყვას რაღ`ავ = „რაღულავ“. ჩ'ჰე ? ჩაფჴენ (ჩაფხენ)- თავდასხმა? სიტა, თუ წინა სიტყვის ბოლო არაა. სი-ს ლოკატივი იქნება: სი-კოშკი, სიტა (‹- სიდა) - კოშკი (კოშკზე). -ტა-თი დაბოლოებული ლოკატივი ისევ ხუნძახურ რაიონზე მიგვითითებს. ბოტბ.... ეს სიტყვა მოსდევს თეგი-ს; უკანასკნელი ზმნაა და მოითხოვს ლოკატივს („წყალობა შენდა... მისდა....“); ბოტბ -და / -ტა წარმოების ლოკატივი არაა. მაშასადამე, ბოტბ არ შეიძლება იყოს ის პირი, რომლის შეწყალებას სარკელის შესთხოვენ. აქ ისევ გარემოების აღმნიშვნელ სიტყვასთან უნდა გვქონდეს საქმე. გვერდს ვერ ავუვლით ბო-ს: ბო-ჯარი, მაგრამ ფორმაა გაუგებარი; ბატჿ-ის არაზუსტი გადმოცემა თუა: - „ჯარში“? ერთი რამ მაინც გამორიცხულია: ბოტბ სიტყვის ბოლოკიდური ბ მესამე კლას-კატეგორიის ნიშნიანი ლოკატივი (ტიპისა - რუყო-ბ, რუყო-ჲ, რუყო-ვ „სახლში“) ვერ იქნება: მიმღეობის ვ (რა...ვ) პირველი კლასისა ამას გამორიცხავს (საერთო წესების თანახმად). ეგევე სამიმღეობო დაბოლოება ცხადყოფს, რომ წარწერა მამაკაცს ეხება და მისთვის შეწყალების გამოთხოვას შეიცავს.“ პალეოგრაფიული ნიშნებით არნოლდ ჩიქობავა წარწერას XIV საუკუნით ათარიღებს; ისტორიული კონტექსტიც ამას უჭერს მხარს: თემურ ლენგის შემდეგდროიდელ დაღესტანში ამგვარი ძეგლის აღმართვა სავარაუდებელი არაა, მეთოთხმეტე საუკუნეში კი ეკლესიაც კი აშენებულა შიგნით დაღესტანში, ხუნძურ ყოისუს ხეობაში, დათუნში, ხუნძახის რაიონის სამხრეთით. შაჰბან ჰაფიზოვი ტექსტის V სტრიქონის მეორე სიტყვას ჩაჰლტა-ს მაგიერ კითხულობს როგორც ჩოჰლტა, სხვა ეტიმოლოგიას უძებნის წარწერის ხუნძურ ტექსტს და ამგვარ წაკითხვას გვთავაზობს: „ჯვარი. ქრისტე, შეიწყალე თეოდორე! წმიდაო თეოდორე, წმიდაო სარკელი! შეიწყალენით ყველა და-ძმა [და] ქმარი. ამინ, უფალო! უფალო ჩვენო, გაბრიელი დაიცავ!

ბიბლიოგრაფია:

ჩიქობავა, 1940 არნოლდ ჩიქობავა, ქართულ-ხუნძური წარწერა XIV საუკუნის დაღისტნიდან, 321-327

ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 107-110

ფოტო

   Fig. 1. ჰალას ქართული-ხუნძური წარწერა დაღესტნიდან