მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ერთსტრიქონიანია cm
ასოთა მოხაზულობა:
დათარიღება: არ არის მითითებულიs
სადაურობა: სოფ. თანუსი, ხუნზახის რაიონი, დაღესტანი
თავდაპირველი მდებარეობა: სოფ. თანუსი, ხუნზახის რაიონი, დაღესტანი
ბოლო აღწერილი მდებარეობა:
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: შაჰბან ჰაფიზოვი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
ქრისტესი, უფალო...
კომენტარი:
დ. ატაევი ერთ სტატიაში ახსენებს მის მიერ ხუნზახის პლატოზე მდებარე სოფელ თანუსის უბან მოჰოხში მიკვლეულ ერთ წარწერას, რომელიც ჩასმული ყოფილა მეჩეთის კედელში. წარწერა ორსიტყვიანი ყოფილა: ქრისტესი ოფალო (Атаев Д.М. Каменные кресты из окрестностей Хунзаха. Материалы по археологии Дагестана. Т. I. Махачкала, 1959, 185), თუმცა მისი ფოტოსურათი არ გამოქვეყნებულა. ამ წარწერასთან დაკავშირებით შაჰბან ჰაფიზოვი ახსენებს ცნობებს 1880-1890 წლებში სოფელ თანუსიდან რაღაც წარწერიანი ქვის გატანის შესახებ. ამ სოფლის განაპირას, ფლატე კონცხზე, რომელიც დაჰყურებს ხუნზახის პლატოს, არის გამაგრებული ნაქალაქარის ნაშთები, რომელსაც ხუნძი ქრისტიანი ნუცალის სურაყათ სირტანის ძის სახელს უკავშირებენ. 1923 წლის ექსპედიციის დროს პროფ. ნ. იაკოვლევს ადგილობრივმა მცხოვრებმა შ. ჰიტინოვასოვმა აცნობა, რომ აქ იყო წარწერიანი ქვა, რომელიც 30-40 წლით ადრე სადღაც წაუღიათ (Яковлев Н. Новое в изучении Северного Кавказа. Новый Восток. 1924, 244).
ბიბლიოგრაფია:
ჰაფიზოვი, 2017 შაჰბან ჰაფიზოვი, ქართული, ქართულ-ხუნძური და ხუნძური წარწერები მთიან ხუნძეთში (დაღესტანი), 129-130