მასალა: ვერცხლი
ობიექტის ტიპი: ხატი
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: ვერცხლის დაუფარავ ქართულწარწერებიან ჩარჩოში ჩასმულია ვერცხლის ოქროთი დაფერილი ნაჭედი, თვლებით შემკული ხატი, რომელიც ძალიან არის დაზიანებული. ხატზე შერჩენილია ბერძნული მთავრული წარწერები, ხატის მარცხნივ ზემოთა კუთხეში; მარჯვნივ ზემოთა კუთხეში; ცენტრალურ ადგილას - მარიამი ყრმით (გამოსახულებების კონტურებია მხოლოდ, შარავანდი თვლებით და მინანქრებით) შესაბამისი წარწერით, მარიამის თავის გასწვრივ ორ სტრიქონად არის წარწერა, რომლის სიგანეა 12 სმ. w 43 x h 52 cm
ასოთა მოხაზულობა: მარიამის თავის გასწვრივ გამოყვანილი წარწერის ასოების სიმაღლეა 1,9-2 სმ. წარწერებს ახასიათებს: დიაკრიტიკული ნიშნები, ლიგატურები, სიტყვათშემოკლებები, ο||ω, იტაციზმი.
დათარიღება: XI AD (lettering)
სადაურობა: დოლი
თავდაპირველი მდებარეობა: არ არის მითითებული
ბოლო აღწერილი მდებარეობა: სოფ. დოლის ერთ-ერთი კოშკი.
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, И. Помяловский, Д. З. Бакрадзе
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
მიქაელი
თარგმანი: (ka)
გაბრიელი
თარგმანი: (ka)
იესუ ქრისტე
თარგმანი: (ka)
მთაწმინდელი, დედა ღვთისა
კომენტარი:
ღვთისმშობლის ეპითეტი - მთაწმინდელი, მთაწმინდისა - არაა საყოველთაოდ გავრცელებული.
დათარიღება ხდება წარწერის ენობრივი და პალეოგრაფიული თავისებურებების, ხატის ქართული ისტორიული წარწერების (მეფე გიორგი I-ისა და დავით ხამბაშის ძე ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის მოხსენიებით) მიხედვით.
ეს წარწერა თინათინ ყაუხჩიშვილს აღებული აქვს პომიალოვსკის კრებულიდან ( 47). ბაქრაძის შრომიდან (Свнетия.. 79, приложение №18) და ს. ყაუხჩიშვილის სვანეთის ექსპედიციის დღიურიდან. პომიალოვსკი სარგებლობს ბაქრაძის მიერ გადმოღებული პირით და, ჩანს, მასთან ერთად შენიშნავს: "В последнем слове кроется прозвание Богоматери с окончением на ισσα, вроде Πορταΐτισσα", თვით ეს სიტყვაც მოცემული აქვთ ამავე ფორმით πϊωριήσα. ს. ყაუხჩიშვილის დღიურში და 1931 წლის სვანეთის ექსპედიციის მიერ გადაღებულ ფოტოსურათზე გარკვევით იკითხება ΑΓϊωΡΙΤΗCΑ. მთავარანგელოზის გამოსახულებები შესატყვისი წარწერებით მხოლოდ ს. ყაუხჩიშვილის დღიურში არის მოხსენებული.
ყურადღებას იპყრობს ფორმა αγϊωρϊτησα - ბერძნულ ლექსიკონში დადასტურებულია ფორმა ὁ ἁγιορείτης (δημ. μοναχὸς τοῦ Ἁγίου Ὄρους), შესაძლებელია მდედრობითისათვის წარმოებულია აქედან ἁγιορείτισσα (Πορταΐτισσα-ს ანალოგიით).
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 91
ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 48-49
ზედილიცი, 1872 И. Помяловский, Сборник греческих и латинских надписей Кавказа, 47
ბაქრაძე, 1864 Д. З. Бакрадзе, Сванетия, 79