ECG433. ხობის ღვთისმშობლის ხატი

ობიექტის ტიპი: ხატი

წარწერიანი ზედაპირი: ხობის ღვთისმშობლის ხატი, ქართული ხელობისაა, ირგვლივ, ჩარჩოზე მედალიონებით, რომლებზედაც ქართული წარწერებია. ხატის ქვედა არშიაზე არის ჭედური ქართული ასომთავრული წარწერა ლეონ (აფხაზთა) მეფის მომხსენიებელი (ე.ი. თვით ხატი X ს-ისაა). ღვთისმშობლის შარავანდს აქეთ-იქით იყო 2 მედალიონი. ამჟამად ერთი ზედვეა (ირიბად ჩასმული), ხოლო მეორე სეიფშია დაცული. მათი დიამეტრია 3 სმ-ია. ზედ წერია, ყვითელ ფონზე წითელი მინანქრით ბერძნული ასოები. მედალიონები X ს-ითაა დათარიღებული და მიჩნეულია ქართულ ნაახელავად. ხატს ზურგზეც აქვს წარწერა. cm

ასოთა მოხაზულობა:

დათარიღება: X AD (lettering)

სადაურობა: ხობის ღვთისმშობლის ეკლესია

თავდაპირველი მდებარეობა: ხობი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ხობი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, ექ. თაყაიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
μ(ήτη)ρ θ(εο)ῦ
2
Ἰ(ησοῦ)ς Χ(ριστό)ς

დიპლომატიური

1
ΜΡΘΥ
2
ΙΣΧΣ

თარგმანი: (ka)

დედა ღმრთისა

თარგმანი: (ka)

იესუ ქრისტე ძლევაჲ

კომენტარი:

ექ. თაყაიშვილს ამ ხატთან დაკავშირებით მოაქვს ბერძნული წარწერა ΓΡΕΠΚΟΟC, რაც ახლა აღარ იკითხება. ეს უნდა იყოს ღვთისმშობლის ეპითეტი: γοργοϋπήκοος - მალიადმორჩილი (ასეთივე ეპითეტი არის ადიშის ხატზედაც. ხელოვნებათმცოდნეთ მიაჩნიათ, რომ ეს ხატი არის "ღვთისმშობლი მოწყალე" (eleusa). შდრ. ლ. ხუსკივაძე... 84 (და მაშასადამე, არა "მალიადმორჩილი").

შემორჩენილ ბერძნულ წარწერათა დათარიღება ქართული წარწერისა და მინანქართა მხატვრული ანალიზის მიხედვით ხდება. ბერძნული ეპიგრაფიკულ-პალეოგრაფიული მონაცემები მხარს უჭერს ამ დათარიღებას.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 286-287

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 275-276

თაყაიშვილი, 1914 ექ. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, 140

ფოტო

   Fig. 1. ხობის ღვთისმშობლის ხატი