ობიექტის ტიპი: ხატი
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: გელათის მაცხოვრის ხატზე ქრისტეს თავთან მარჯვენა კუთხეში შემორჩენილია კვადრიფოლიუმი (3,5x3,5 სმ.) რომლის ცენტრშიც წერია ΧC (მარცხენა კუთხეშიც იქნებოდა ასევე შესრულებული IC, რაც დაკარგულია). წარწერა გამოყვანილია თეთრი მინანქრის ფონზე, მუქი ლურჯი მინანქრით. ეს კვადრიფოლიუმი ქრისტეს შარავანდთან ერთად X-XII სს-ით არის დათარიღებული და სავარაუდოდ მიჩნეულია ბიზანტიურ ხელობად. ხატის ჩარჩოზე ოთხსავე მხარეს მოთავსებულია მედალიონები, ძირითადად ქართული წარწერებით, ქვემოთა არშიაზე არის ქართული ასომთავრული წარწერა (სიმეონ ჭყონდიდელის მოხსენიებით და ჭყონდიდელი ხელოსნის, ასანის დასახელებით). მედალიონები ზოგი მინანქრულია, ზოგი ჭედური. მედალიონების დიამ. დაახლ. 3,5 სმ. α. ჩარჩოს ზემოთა ნაწილზე, მარჯვენა კუთხეში არის ჭედური მედალიონი ბერძნული წარწერით კიდეებზე; β. ჩარჩოს მარჯვენა ნაწილში წარწერის ქვემოთ არის ასევე ჭედური მინანქარი ორსავე მხარეს სიგრძივ წარწერით; γ. ჩარჩოს ამავე მხარეზე ქართულწარწერიანი მინანქრის (წი პეტრე) ქვემოთ არის 2 ჭედური მედალიონი. მათაც წარწერები ორსავე მხარეზე, კიდეებზე სიგრძივ აქვთ. ქვედა კუთხის მედალიონზე, ასევე ჭედურზე, წარწერა აღარ ჩანს; δ. ჩარჩოს ქვედა ნაწილის ცენტრალურ ადგილას მოთავსებულია მინანქრიანი მედალიონი (დიამ. 3,4 სმ.), რომელზედაც წმინდანი მკერდამდეა გამოხატული, ხოლო კიდეებზე სიგრძივ აქვს ბერძნული წარწერა წითელი მინანქრით გამოყვანილი. მედალიონი მიჩნეულია ბიზანტიურ ნახელავად და დათარიღებულია XII ს-ით. cm
ასოთა მოხაზულობა:
დათარიღება: X-XII AD (lettering)
სადაურობა: გელათის ღვთისმშობლის ეკლესია
თავდაპირველი მდებარეობა: გელათი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: გელათის ღვთისმშობლის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
იესუ ქრისტე
თარგმანი: (ka)
წმ. კიროსი
თარგმანი: (ka)
წმ. ბასილი
თარგმანი: (ka)
წმ. ბართლომე
თარგმანი: (ka)
წმ. გიორგი
კომენტარი:
ბერძნული წარწერები ჩვეულებრივია X-XII სს-ისათვის, რაიმე საგანგებო პალეოგრაფიული ნიშნები მათ არ გააჩნიათ. მედალიონების დათარიღება ხდება ძირითადად მათი მხატვრული ანალიზის საფუძველზე. და მთლიანად ხატის - სიმეონ ჭყონდიდელის (XII ს.) ქართულ წარწერაში მოხსენიებით (რომლის დროსაც განუახლებიათ ხატი).
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 287-288
ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 276-277