მასალა: ქვიშაქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 16.5 x h 33 x d 8.5 cm
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: ოთხად გატეხილ ფილაზე ცხრა სტრიქონად გამოყვანილია ბერძნული ასომთავრული წარწერა. ფრაგმენტების სიმაღლეებია: 11 სმ, 12.5 სმ, 9.5 სმ და 13 სმ. ფილის მარჯვენა მხარის ზემოთა მეოთხედი დაკარგულია. w 16.5 x h 33 cm
ასოთა მოხაზულობა:
ასოების კუთხეები ჩაღრმავებულია და შემდეგ არის შემაერთებელი ხაზებით დაკავშირებული. ზედა სტრიქონები უფრო მსხვილი ასოებით და ფართოდ არის ნაწერი, ქვედა სტრიქონები - უფრო მჭიდროდ.
პირველი სტრიქონის ასოთა სიმაღლე 2.4 სმ-ია, მეცხრე სტრიქონის - 1.1 სმ.დათარიღება: II-III AD> (lettering)
სადაურობა: არმაზციხე, ბაგინეთი 1993 წლის ივნისში მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბაგინეთის შიდაციხის ჩრდილოეთი კარიბჭის - კლდეკარის - თავზე, მისგან 20 მეტრის დაშორებით, მიწის ზედაპირიდან 0.1 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინა სამად გატეხილი ქვიშაქვის ფილა. ფილის მარცხენა ზედა ნაწილს (ზომებით: 11×11×8.5 სმ), რომელზეც ორი სტრიქონის ნაშთია, ექსპედიციამ მოგვიანებით, 1995 წლის სექტემბერში მიაკვლია.
თავდაპირველი მდებარეობა: არმაზციხე, ბაგინეთი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტი 01/2-8;-69
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: დევიდ ბრაუნდი, თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
მეფის... ანაგრანესმა, მამამძუძემ და ეზოსმოძღვარმა, მოაწყო რა (?) აბანო (?) თავისი სახსრით, თავის აღზრდილ დრაკონტისს, დედოფალს, შესწირა.
მეფის ... მამამძუძემ და ეზოსმოძღვარმა გააკეთებინა თავისი საზრდელით (ან სახსრით) მიწისქვეშა გაყვანილობა (ან წყალსადენი) და აბანო (ან წყალსადენი აბანოსთვის) და შესწირა დრაკონტის დედოფალს.
თარგმანი: (English)
The Chief-of-the-Court and governor of the King … built these underground tubes (communications) and bath (and tubes for bath) with his own expenses and dedicated it to the Queen Drakontis.
კომენტარი:
წარწერაში დაცულია ბერძნული ანბანის 17 ასო, ზოგი თითოჯერ, ზოგი მეტჯერ. წარწერის ენა არის კოინე. გამართული ბერძნულით არის დაწერილი. ერთი შემთხვევაა იტაციზმის ει|ι (βαλανεῖον - βαλανίον). ერთი ς-თაა βασιλιση. კლასიკური ნორმებიდან სხვა გადახვევა არაა. წარწერა შეწირვითი ხასიათისაა. ქართულ ონომასტიკონში ქალის სახელი "დრაკონტისი" პირველად გვხვდება. იგი ბერძნული წარმოშობისაა. სტრიქონთა სიმაღლესა და ასოთა სიდიდეში განსხვავების მიზეზი შესაძლოა ფილის მდებარეობა ყოფილიყო. თუ წარწერა ზემოთ იყო მოთავსებული და წამკითხველი მას ქვემოდან შეჰყურებდა, მაშინ ბუნებრივი ჩანს ზემოთა სტრიქონების სიმსხო და ქვემოთა სტრიქონების დამცრობა. 1995 წელს ფილის ზედა ფრაგმენტისა და 1996 წელს მეორე ბერძნული წარწერის აღმოჩენის შემდეგ თ. ყაუხჩიშვილმა კორექტივები შეიტანა წარწერის პირველ წაკითხვაში. დათარიღება: ისტორიული პირების მოხსენიების საფუძველზე დევიდ ბრაუნდი წარწერას III ს-ით ათარიღებს.
ბიბლიოგრაფია:
ჩუბინაშვილი, 1936 David Braund, Anagranes the ΤΡΟΦΕΥΣ: the court of caucasian Iberia in the second-third centuries AD, 23-34
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 227
ჩუბინაშვილი, 1936 თინათინ ყაუხჩიშვილი, ძველი ბერძნული წარწერების შესახებ საქართველოში, 27-32
ჩუბინაშვილი, 1936 თინათინ ყაუხჩიშვილი, ახალი ბერძნული წარწერები არმაზციხე-ბაგინეთიდან, 81-93