მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 48 x h 48 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ერთსტრიქონიანია. ბოლნისის სიონის ინტერიერში, ჩრდილო ნავის აღმოსავლეთ კედელში ჩადგმულია ოთხკუთხა ფილა, რომლის თითქმის მთელ ფართობზე გამოქანდაკებულია პატარა სამკუთხედებისაგან შემდგარ მედალიონში ჩასმული "ბოლნური ჯვარი", ხოლო ჯვრის ზემოთ, მარცხენა მხარეს, თავთხელი რელიეფით სამი ასომთავრული გრაფემაა. cm
ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 4
დათარიღება: 494 AD (lettering)
სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან. ეს წარწერა 1937 წელს აღმოაჩინა კულტურულ ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ მოწყობილმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ლევან მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.
თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ბოლნისის სიონი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ძნელა
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #8. წარწერაში ქარაგმის ნიშანი არ არის გამოყენებული.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 75
მუსხელიშვილი, 1938 ლევან მუსხელიშვილი, ბოლნისი, 332
ჩუბინაშვილი, 1940 Н. Г. Чубинашвили, Болнисский сион, 39