ECG057. ბოლნისის სიონის V/VI სს. ბოლნისის ნახპეტის წარწერა

მასალა: მომწვანო ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 26 x h 39 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია. ქვის ზედა ნაწილში რელიეფურად გამოქანდაკებულია პატარა სამკუთხედებისაგან შემდგარ მედალიონში ჩასმული „ბოლნური ჯვარი“ ბუნზე. მის ქვემოთ კი წარწერაა მოთავსებული. w 22 x h 10,5 cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 2,5-3

დათარიღება: V-VI AD

სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან. წარწერა ბოლნისის სიონის ტერიტორიაზე 1937 წელს აღმოაჩინა კულტურულ ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ მოწყობილმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ლევან მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.

თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 329

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ესე ჯუა[რ-]
[ი წ(მი)დ]აჲ ბო-
[ლნის]ის ნახ-
[პეტისაჲ]

დიპლომატიური

ႤႱႤ ႿႳႠ[.-]
[. ..]ႠჂ ႡႭ
[....]ႨႱ ႬႠႾ
[.......]

თარგმანი:

ეს წმინდა ჯვარი ბოლნისის ნახპეტისა.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #9. წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. სიტყვები ერთმანეთისაგან არ არის დაცილებული. პალეოგრაფიული ნიშნების საფუძველზე ნოდარ შოშიაშვილმა წარწერა V-VI საუკუნეების მიჯნით დაათარიღა.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 75-76

ჩუბინაშვილი, 1940 Н. Г. Чубинашвили, Болнисский сион, 101-102

ბაქრაძე, 1953 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, 42

ფოტო

   Fig. 1. ბოლნისის სიონის V/VI სს. ბოლნისის ნახპეტის წარწერა