მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ჯვარი
ზომა: w 12 x h 41 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა შვიდსტრიქონიანია. ოთხწახნაგა ქვის (როგორც ჩანს, ქვაჯვრის ქვედა მკლავი) ქვედა ნაწილში გამოკვეთილია კვარცხლბეკის ბუდეში ჩასადგემელი ფეხი. ქვის ორი წახნაგი გლუვია, ერთზე გამოყვანილია რელიეფური, წიწვოვანი ორნამენტით შემკობილ ტარზე დასმულ მედალიონში ჩასმული ექვსყურა როზეტი. მეოთხე წახნაგზე ამოღარულია წარწერა. cm
ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 1-2
დათარიღება: VIII AD
სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან. წარწერა ბოლნისის სიონის ტერიტორიაზე 1937 წელს აღმოაჩინა კულტურულ ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ მოწყობილმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ლევან მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.
თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 135
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #47. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია საშუალო ზომის განივი, სწორი ხაზი. განკეთილობის ნიშნები არ ახლავს. წარწერის დათარიღების პალეოგრაფიული ნიშნებია: კუთხოვანი Ⴇ გრაფემა, ძლიერ გახსნილი Ⴐ, Ⴄ და Ⴊ ოდნავ შესამჩნევი მარცხნივ გაზიდული ხაზებით, ზედა რკალშეკრული Ⴘ.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 118
მუსხელიშვილი, 1938 ლევან მუსხელიშვილი, ბოლნისი, 332-333
ბაქრაძე, 1953 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, 22