მასალა: მწვანე ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 27,5 x h 57 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა შვიდსტრიქონიანია. ფილა იმავე ქვისაა, რომლითაც აშენებულია ბოლნისის ტაძარი. I გვერდზე, ზემო ნაწილში, რელიეფით გამოქანდაკებულია მედალიონში ჩასმული „ბოლნური ჯვარი“, რომლის ქვემოთ ამოჭრილია ოთხი სტრიქონი. II გვერდზე, ფილის ზურგზე, ამოჭრილია დანარჩენი სამი სტრიქონი. w 17 x h 26 cm w 16 x h 21 cm
ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 4-6
დათარიღება: IX AD
სადაურობა: ბოლნისის სიონი ბოლნისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, 9 კმ. მანძილზე ქ. ბოლნისიდან სამხრეთით, 1 კმ. მანძილზე სოფ. ბონის-ხაჩინიდან. წარწერა ბოლნისის სიონის ტერიტორიაზე 1937 წელს აღმოაჩინა კულტურულ ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ მოწყობილმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელსაც ლევან მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.
თავდაპირველი მდებარეობა: ბოლნისის სიონი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 139 (სხსმ 166)
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #64-65. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია გრძელი, განივი, სწორი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. წარწერის დათარიღების პალეოგრაფიული საფუძველია: Ⴊ, Ⴌ გრაფემების მიდრეკილება განუსხურებისაკენ, გახსნილია Ⴁ და შეკრულია Ⴣ; წარწერა არ უნდა იყოს „ბოლნური ჯვრის“ თანადროული. II გვერდის წარწერაზე მეორე სტრიქონში ასოები Ⴣ და Ⴘ შეცდომით გვერდზე შეტრიალებულადაა ამოკვეთილი.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, 153-154
მუსხელიშვილი, 1938 ლევან მუსხელიშვილი, ბოლნისი, 337-339
ბაქრაძე, 1953 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, 22-23