მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 56 x h 56 x d 12 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ექვსსტრიქონიანია. სამრეკლოს ქვედა სართულში, შიგნით, სარკმლის დასწვრივ ჩასმულია ორი ადრეული ტოლმკლავიანი განედლებული (აყვავებული) ჯვარი. ულუმპია ხანცთელის წარწერა მარჯვენა ჯვრის მკლავებს შორის არის ამოკვეთილი cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. ლ და ხ ასოები განუსხურებისაკენ არის მიდრეკილი. ზოგიერთი ასო (განსაკუთრებით ჲ) კიდურწაისრულია 3-4-7
დათარიღება: X AD (lettering, architectural, context)
სადაურობა: სოფელ ხეოთის ნამონასტრალი სოფელი ხეოთი ისტორიულ სამცხეში, ახალციხიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ზე, მდ. ურავლისწყლის ერთ-ერთი შენაკადის ბუზიყლაპიას ნაპირზე მდებარეობს. აქ არის ძველი, X საუკუნის ეკლესიის ნანგრევები და XIV-XV სს. სამრეკლო. სამრეკლო წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. მისი პირველი სართული კუბის ფორმისაა, ხოლო მეორე - თერთმეტმალიანი ღია თაღებით შედგენილი ფანჩატურია. პირველი სართული ეკლესიაა. ეკლესიის ქვემოთ, ზედ დასავლეთის კართან, შიდა მხარეს, კიდევ არის ქვემოთ ჩასასვლელი, სადაც კრიპტაა - მიცვალებულთა სამარხი. 1995-1996 წლებში არქეოლოგიური გათხრებისა და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად აღმოჩნდა წარწერები ეკლესიის ნანგრევების შერჩენილი კედლების სხვადასხვა ქვაზე (9 მათგანი). ოთხი წარწერა სამრეკლოზე მანამდეც იყო ცნობილი, ორი გარეთ და ორიც მის შიგნით, ეკლესიის საკურთხეველში. როგორც ჩანს, XIV-XV საუკუნეებში სამრეკლოს აშენების დროს წარწერიანი ქვები მეორედ გამოიყენეს და თვალსაჩინო ადგილას ჩასვეს - ეკლესიის საკურთხეველში, ერთადერთი სარკმლის ორივე მხარეს, ზედ ტრაპეზის ქვის გასწვრივ.
თავდაპირველი მდებარეობა: სოფელ ხეოთის ნამონასტრალი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: სოფელ ხეოთის ნამონასტრალი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ქრისტე, ადიდე ულუმპია ხანძთელი, მათ აღაშენეს.
კომენტარი:
ულუმპია ხანცთელი, ვალერი სილოგავას აზრით, მანდილოსანი ქტიტორი უნდა იყოს. თუ ბოლო სიტყვის („აღაშენეს“) აქ წარმოდგენილი წაკითხვა სწორია, მაშინ ულუმპია ხანცთელი ყოფილა ან ჯვრის დამკვეთი, რომლის მკლავებს შორის ეს წარწერაა ამოკვეთილი, ან ეკლესიის მშენებლობის ქტიტორი. ცხადია, ხანცთელი ამ შემთხვევაში მისი სოფელ ხანცთიდან და არა ამ სახელით ცნობილ სახელგანთქმული მონასტრიდან წარმომავლობის აღმნიშვნელია. რაც შეეხება ასოთა კომპლექსში „ხცთჲ“ ხანცთელის წაკითხვას ჲ-ით ბოლოში, ეს XI ს-ის ორთოგრაფიული ფაქტია, მსგავსი დაწერილობა დასტურდება ხეოთის სხვა წარწერაში: „მჴეცჲ“ (მჴეცის წარწერა). როგორც ვალერი სილოგავა აღნიშნავს, ულუმპია ხანცთელის წარწერის ხელი ხეოთის სხვა წარწერებთან შედარებით მეტი არქაულობით გამოირჩევა, ასოები დაბალი, მრგვალი მოხაზულობისაა. რაც შეეხება დათარიღებას, გამომცემელს მიაჩნია, რომ ვინაიდან წარწერაში ასომთავრულ ანბანში შერეულია ნუსხური ასოები, რასაც ეპიგრაფიკაში ადგილი IX საუკუნიდან აქვს, შესაძლებელია, ხეოთის წარწერები და ეკლესიაც IX საუკუნით დათარიღდეს. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია განივი, სწორი ხაზი.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
სილოგავა, 1997 ვალერი სილოგავა, ხეოთის ახალაღმოჩენილი წარწერები, 7-37