მასალა: ნაცრისფერი ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 132 x h 38 x d 30 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ორსტრიქონიანია cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. იგი კიდურწერტილოვანია. ასოები ამოკვეთილია დაშორებებით, არამიჯრით. ქარაგმის ნიშანადაც გამოყენებულია კიდურწერტილოვანი, განივი, სწორი ხაზი 6-8
დათარიღება: XII AD (historical, context)
სადაურობა: ვანის ქვაბები წარწერა აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად 1965 წელს გ. გაფრინდაშვილის მიერ. წარწერიანი ფილა შესასვლელი კარების ტიმპანს წარმოადგენდა. ქვის ოთხკუთხა გათლილი მოგრძო ბლოკი გაპობილია ორ, თითქმის თანაბარ, ნაწილად. 1986 წელს ვახტანგ გურგენიძის ინიციატივით წარწერიანი ქვა გადაიტანეს ასპინძის შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმში, 2000 წლის 9 თებერვალს კი - ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში.
თავდაპირველი მდებარეობა: ვანის ქვაბები
ბოლო აღწერილი მდებარეობა: სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 274
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ეს არის ჩვენი, გურგენისძეთა, სამკვიდრებელი. მე, იჩქითმა, აღვაშენე, ღმერთმა შეგვინდოს.
კომენტარი:
ვალერი სილოგავას აზრით, წარწერის ტექსტში იჩქით გურგენისძე ერთგვარი ხაზგასმით აღნიშნავს: „ესე არს სამკჳდრებელი ჩუენიო“. როგორც ჩანს, ვანის ქვაბები ძველი დროიდანვე, ჯერ კიდევ თამარის მეფობამდე და შეიძლება თვით XII საუკუნემდე, გურგენისძეთა სამამულო სამფლობელო ყოფილა. XII საუკუნის ბოლოს ვარძიის გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შემდეგ, როდესაც იგი და, ალბათ, მის გარშემო მიდამოები სამეფო სამფლობელოდ გადაიქცა, გურგენისძეთა სამფლობელოსაც სამეფო სამფლობელოდ გადაქცევის საფრთხე დაემუქრა და იჩქითი ორ სხვადასხვა წარწერაში (ერთი წუნდაში, მეორე ვანის ქვაბებში) საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეს ადგილები გურგენისძეთა სამკვიდრებელია, ისინი მისი მამულია. 1204 წლიდან, როგორც ვანის ქვაბების ანტონ ჭყონდიდელის ზღუდის აშენების წარწერიდან ჩანს, აქ უკვე სამშენებლო სამუშაოებს მეფის მოხელე ჭყონდიდელ- მწიგნობართუხუცესი აწარმოებს, რაც იჩქითის მამულის სამეფო მფლობელობაში გადასვლის ნიშანი და საბუთია. ვალერი სილოგავა აქედან იმასაც ასკვნის, რომ იჩქით გურგენისძის წარწერის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი 1204 წელია. ხოლო ქვედა ზღვარი, ალბათ, თამარის მეფობის დასაწყისი (1184).
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, კატალოგი-გზამკვლევი, 42