მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ხუთსტრიქონიანია. ხუაშის ორი წარწერა ერთიმეორის მიყოლებით არის ამოკვეთილი. ორივეში დასახელებულია ვინმე ხუაში - სხვა წყაროებით უცნობი ქტიტორი cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 4-18
დათარიღება: XIII-XIV AD (context)
სადაურობა: ბიეთის ეკლესია
თავდაპირველი მდებარეობა: ბიეთის ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ბიეთის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, ვახტანგ ბერიძე
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
ქრისტე, ადიდე ხუაში, რომელმაც ეს საყდარი ააშენა. წმიდაო ღვთისმშობელო, მეოხ-ეყავ ხუაშის შვილებითურთ ორივე სოფელში.
კომენტარი:
ბიეთის ტაძარი წინუბნისწყლის ხეობაში მდებარეობს. სოფელი ბიეთის სახელწოდებით არ არსებობს - ეს სახელი მხოლოდ ტაძარს ჰქვია. ექვთიმე თაყაიშვილი წარწერაში მოხსენიებულ ხუაშის ხვაშაქად კითხულობდა და მას თამარ მეფის თანამედროვე ხუაშაქი ცოქალთან (ქართლის ერისთავთ ერისთავის რატის დედა) აიგივებდა. თუმცა, ვახტანგ ბერიძე მიიჩნევს, რომ ტაძრის ხუროთმოძღვრება, დეკორატიული მორთულობა და წარწერის პალეოგრაფია აშკარად თამარის პერიოდზე გვიანდელია. გიორგი ბოჭორიძე ამ სახელს კითხულობს, როგორც ხოშა. ბიეთის ტაძრის ნანგრევებში არსებულ ქვებზე რამდენიმე წარწერაა. ისინი ქრონოლგიურად ორ ჯგუფად იყოფა. პირველია XIII-XIV სს. მეორეა თარიღიანი წარწერა 1493 წლისა, ამოკვეთილი ტაძრისათვის მიშენებულ ეკვდერის კედელზე. მასში აღნიშნულია, რომ ვინმე ზაალ თოჴასძეს ეს ეკვტერი აუშენებია „მშობელთა და [ჩემთა] მიცვალებულთათვის“. მაშასადამე, ვალერი სილოგავას აზრით, აქ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეკვდერი ეკლესიაში მიცვალებულთა დასაკრძალავი ადგილი იყო.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
ბერიძე, 1955 ვახტანგ ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, 163-164