მასალა: ნაცრისფერი ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 87 x h 52 x d 20 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ოთხსტრიქონიანია cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა, მკაფიო და ღრმა კვეთით, მოზრდილი ასოებით. მასში შერეულია ნუსხური ასოები: ო, ლ, უ 3-7-8
დათარიღება: X AD (lettering, architectural, context)
სადაურობა: სოფელ ხეოთის ნამონასტრალი 1995-1996 წლებში არქეოლოგიური გათხრებისა და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად აღმოჩნდა წარწერები ეკლესიის ნანგრევების შერჩენილი კედლების სხვადასხვა ქვაზე (9 მათგანი). ოთხი წარწერა სამრეკლოზე მანამდეც იყო ცნობილი, ორი გარეთ და ორიც მის შიგნით, ეკლესიის საკურთხეველში. როგორც ჩანს, XIV-XV საუკუნეებში სამრეკლოს აშენების დროს წარწერიანი ქვები მეორედ გამოიყენეს და თვალსაჩინო ადგილას ჩასვეს - ეკლესიის საკურთხეველში, ერთადერთი სარკმლის ორივე მხარეს, ზედ ტრაპეზის ქვის გასწვრივ. 1997 წლის მონაცემებით ვაჩაჲს, გურაჲს და მირაჲს წარწერის ფილა დევს სამრეკლოს დასავლეთ შესასვლელის მარცხნივ, იმპოსტზე, პირით სამხრეთისაკენ.
თავდაპირველი მდებარეობა: სოფელ ხეოთის ნამონასტრალი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: სოფელ ხეოთის ნამონასტრალი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
ქრისტე, განუსვენე ვაჩაჲს, გურაჲსა და მირაჲს სულებს.
კომენტარი:
სოფელი ხეოთი ისტორიულ სამცხეში, ახალციხიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ზე, მდ. ურავლისწყლის ერთ-ერთი შენაკადის ბუზიყლაპიას ნაპირზე მდებარეობს. აქ არის ძველი, X საუკუნის ეკლესიის ნანგრევები და XIV-XV სს. სამრეკლო. სამრეკლო წარმოადგენს ორსართულიან ნაგებობას. მისი პირველი სართული კუბის ფორმისაა, ხოლო მეორე - თერთმეტმალიანი ღია თაღებით შედგენილი ფანჩატურია. პირველი სართული ეკლესიაა. ეკლესიის ქვემოთ, ზედ დასავლეთს კართან, შიდა მხარეს, კიდევ არის ქვემოთ ჩასასვლელი, სადაც კრიპტაა - მიცვალებულთა სამარხი. წარწერაში ქარაგმის ნიშანად გამოყენებულია განივი, სწორი ხაზი. ვალერი სილოგავას აზრით, ბოლო სახელი შესაძლებელია, ასევე, წავიკითხოთ, როგორც „მირიანისასა“. რაც შეეხება დათარიღებას, გამომცემელს მიაჩნია, რომ ვინაიდან წარწერაში ასომთავრულ ანბანში შერეულია ნუსხური ასოები, რასაც ეპიგრაფიკაში ადგილი IX საუკუნიდან აქვს, შესაძლებელია ხეოთის წარწერები და ეკლესიაც IX საუკუნით დათარიღდეს.
ბიბლიოგრაფია:
სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169
სილოგავა, 1997 ვალერი სილოგავა, ხეოთის ახალაღმოჩენილი წარწერები, 7-37