ECG108. საფარის მიძინების ტაძრის ვაჩე ხუროთმოძღვრის წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ერთსტრიქონიანია. წარწერიანი რელიეფი ჩასმულია ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში, კარნიზის ბოლოებში, გადახურვის კიდეების გასწვრივ, რომელზეც გამოსახულია ხუროთმოძღვრის გამოსახულება გონიოთი ხელში და მისი სახელის აღმნიშვნელი წარწერით „ႥႹႤ“. წერაქვის გასწვრივ და მარცხენა ფეხის გასწვრივ ამოკვეთილია წარწერა ეპიგრაფიული ნუსხურით. წარწერის თავზე, სიტყვის მთელ სიგანეზე დასმულია ქარაგმის სწორი ხაზი. cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ნუსხური წარწერა

დათარიღება: X AD (context)

სადაურობა: საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი

თავდაპირველი მდებარეობა: საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საფარის მონასტრის მიძინების ტაძარი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

თარგმანი: (ka)

ვაჩე

კომენტარი:

საფარის მონასტერი ძველი დროიდანვე სხვადასხვა დანიშნულების 12 ნაგებობისაგან შედგებოდა. მათ შორის არის მიძინების ტაძარი. ვალერი სილოგავას აზრით, წარწერაში გამოვლენილი ვაჩე უნდა იყოს მიძინების ტაძრის ხუროთმოძღვარი. იგი სხვა წყაროებით ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ანთროპონიმი ვაჩე სავსებით ცნობილია და გავრცელებული, როგორც X-XI სს., ანუ საფარის რელიეფის დროს, ისე მომდევნო ხანის საქართველოში.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, საფარის ხუროთმოძღვრები, 192-201

ფოტო

   Fig. 1. საფარის მიძინების ტაძრის ვაჩე ხუროთმოძღვრის წარწერა