ECG120. ბიეთის ზაალ თოჴასძის წარწერა ეკვტერის აშენებისა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ცხრასტრიქონიანია cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. ტექსტის დასაწყისი - პირველი ოთხი სტრიქონი - ამოკვეთილია მარჯვენა ფილაზე, ხოლო მისი გაგრძელება - დანარჩენი ხუთი სტრიქონი - მარცხენაზე

დათარიღება: 1493 AD (internal date)

სადაურობა: ბიეთის ეკლესია, ახალციხის მუნიციპალიტეტი

თავდაპირველი მდებარეობა: ბიეთის ეკლესია, ახალციხის მუნიციპალიტეტი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ბიეთის ეკლესია, ახალციხის მუნიციპალიტეტი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა, ვახტანგ ბერიძე

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
†მე თო[ჴა-]
სძემ(ა)ნ ზა-
ალ აღვაშ-
ენე წ(მიდა)[ჲ] ესე
2
5ეკ(უ)ტერი
[შ(ე)ს(ა)ვ(ე)]დრ(ე)ბ(ე)ლ(ა)დ მშ(ო)ბ(ე)ლ-
თა და [ მი
ცვ(ა)ლ(ე)ბ(უ)]ლთ(ა)თ(ჳ)ს
ქ(ორონი)კ(ონ)ს რპა

დიპლომატიური

1
†ႫႤ ႧႭ[..-]
ႱႻႤႫႬ ႦႠ
ႠႪ ႠႶႥႠႸ
ႤႬႤ Ⴜ[.] ႤႱႤ
2
5ႤႩႲႤႰႨ
[...]ႣႰႡႪႣ ႫႸႡႪ
ႧႠ ႣႠ [ ......]ႪႧႧႱ
ႵႩႱ ႰႮႠ

თარგმანი: (ka)

მე, ზაალ თოჴასძემ ავაშენე ეს წმიდა ეკდერი შესავედრებელად მშობელთა და მიცვალებულთა, ქორონიკონს 181.

კომენტარი:

ბიეთის ტაძარი წინუბნისწყლის ხეობაში მდებარეობს. სოფელი ბიეთის სახელწოდებით არ არსებობს - ეს სახელი მხოლოდ ტაძარს ჰქვია. ბიეთის ტაძრის ნანგრევებში არსებულ ქვებზე რამდენიმე წარწერაა. ისინი ქრონოლგიურად ორ ჯგუფად იყოფა. პირველია XIII-XIV სს. მიჯნის, ორი ერთიმეორის მიყოლებით ამოკვეთილი წარწერა. ორივეში დასახელებულია ვინმე ხუაში - სხვა წყაროებით უცნობი ქტიტორი. მეორეა ზაალ თოჴასძის თარიღიანი წარწერა 1493 წლისა (181+1312=1493), ამოკვეთილი ტაძრისათვის მიშენებულ ეკვდერის კედელზე, ამ ეკვდერის ამშენებლის, ზაალ თოჴასძის, მოსახსენებლად. მაშასადამე, ვალერი სილოგავას აზრით, აქ დასტურდება, რომ ეკვტერი ეკლესიაში მიცვალებულთა დასაკრძალავი ადგილი იყო.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, სამცხის ლაპიდარული ეპიგრაფიკა, 118-169

ბერიძე, 1955 ვახტანგ ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, 163-164

ფოტო

   Fig. 1. ბიეთის ზაალ თოჴასძის წარწერა ეკვტერის აშენებისა