ECG281. მოზაიკური წარწერა a

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: მოზაიკა

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: ბიჭვინტის მოზაიკური წარწერებიდან პირველი წარმოადგენს 104 სმ-იანი დიამეტრის მქონე წრეში ჩაწერილ ქრიზმას, რომლის ზედა ნაწილი ამჟამად დაზიანებულია (გადარჩენილია ქვედა, 47 სმ-ის სიმაღლის ნაწილი, რომლის მაქსიმალური სიგანე 76 სმ-ია) და მის მარჯვნივ შემორჩენილია ω (დაზიანებული მარჯვენა ნაწილით). ω-ს ზომებია: განი - 22 სმ, სიმაღლე - 16 სმ. წრის ფონი არის ბაცი, თითქმის თეთრი კენჭბისგან გაკეთებული, ქრიზმა და ω შემოხაზულია მუქი, მოშავო-მოლურჯო კენჭებით; შიგნით ქრიზმა შევსებულია მოწითალო-ვარდისფერი კენჭებით, ხოლო ω-ს, რომელიც შესრულებულია კენჭების სამი რიგით, კიდურა კენჭები მუქი აქვს, ხოლო შუა ერთი რიგი - მოწითალო ვარდისფერი. cm

ასოთა მოხაზულობა:

დათარიღება: V-VI AD (lettering)

სადაურობა: ბიჭვინტა 1952 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე) მოზაიკური იატაკი ხელმეორედ აღმოაჩინა ბიჭვინთის ცენტრალური ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 300 მეტრზე.

თავდაპირველი მდებარეობა: ბიჭვინთა

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, A. Зотов, В. А. Леквинадзе

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

(ἐγὼ εἶμι τὸ )ἄ(λφα ☧ καὶ τὸ )ὦ(μεγα, λέγει κύριος)

დიპლომატიური

ΑΩ

თარგმანი: (ka)

ქრისტე, მე ვარ ანი და ჰოე... იტყჳს უფალი

კომენტარი:

1915 წ. ა. ზოტოვმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოცემულია ბიჭვინტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის ნანაგრევებისა და მისი ბერძნულწარწერიანი მოზაიკური იატაკის შესახებ ცნობები (ნაშრომს დართული აქვს ამ წარწერის პირი და სავარაუდო წაკითხვა), წარწერა წაიკითხა ლ. ლოპატინსკიმ. ამის შემდეგ მოზაიკა წარწერითურთ არავის უნახავს 1952 წლამდე, მანამდე, ვიდრე იგი ხელმეორედ არ აღმოაჩინეს. 1955 წელს მთელი მოზაიკური იატაკი (წარწერითურთ)გადმოტანილ იქნა თბილისში. ბერძნული წარწერები მოთავსებულია საკურთხევლის იატაკზე. იატაკის რესტავრაცია და მონტაჟი შესრულებულია თ. თოდუას მიერ.

მოზაიკაზე არის ქრისტეს აღმნიშვნელი მონოგრამა, ხოლო ΑΩ მოუთითებს იოანეს გამოცხადების ცნობილ ადგილზე (1, 8; 21, 6).

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 59

სილოგავა, 2006 A. Зотов, Находки в Пицундском монастыре-древнем Питиунте, 14-17

სილოგავა, 2013 თ. ყაუხჩიშვილი, ბიჭვინტის მოზაიკის ბერძნული წარწერა, 218-241

ყაუხჩიშვილი, 1958 Т. С. Каухчишвили, Эпиграфические новости из Грузии, 130-131

ალექსიძე, 2016 В. А. Леквинадзе, О древнейшей базилике Питиунта и её мозаиках, 174

თაყაიშვილი, 1901 ბიჭვინთის მოზაიკა, 423

ფოტო

   Fig. 1. ბიჭვინტის მოზაიკა, 1952