ECG335. ჰნევანქის (ძელი ჭეშმარიტი) ივანე მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის ძის, სუმბატის, წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: გუმბათი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა თერთმეტსტრიქონიანია. იგი შესრულებულია მონასტრის მთავარი ეკლესიის გუმბათის ყელის ზედა ნაწილის შემოყოლებაზე. იგი, როგორც ეტყობა, მოთავსებული იყო 22 სხვადასხვა ზომის ქვაზე, რომელთაგან ზოგიერთი, 2, 6, 16, 19, ჩამოვარდნილია და ამის გამო წარწერის შინაარსის მთლიანად აღდგენა შეუძლებელია. გარდა ამისა, დარჩენილ ქვებზეც ზოგიერთი ასო დაზიანებულია cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: XII-XIII AD (lettering)

სადაურობა: ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი), სომხეთი

თავდაპირველი მდებარეობა: ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი), სომხეთი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი), სომხეთი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ლეონ მელიქსეთ-ბეგი

ცვლილებები ფაილში: 2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

†ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრთისა)ჲთა მეოხებითა
წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა
შეწევნითა ყოველთა წმიდათაჲთა ღირს-ვი-
ქმენ მე სოჳბატ
5[ძე ივანე მანდატურთუხუცე-]
სისა და ამირსპასალარისაჲ მეორედ განახლებად და შე-
მკობად დიდებულისა საყდრისა წმიდისა [ძელი ჭეშმარიტი]სასა საოხად და სა-
ლხინებლად სულთა ჩუენთა
და მშობელთა
10ჩუენთათჳს და ყოველთა
მომავალთა ჩუენთათჳს საუკუნოდ შემდგომითი შემდგომათა ლოც[ვა ყავ]თ [სადიდებლად] ღმრთისა მოწყალისა მონისათვის ქრონიკონი იყო ტოფ

დიპლომატიური

†ႱႾႪႨႧႠ ႶჂႧႠ ႫႤႭႾႤႡႨႧႠ
ႼႫႨႣႨႱႠ ႶႫႰႧႨႱႫႸႭႡႤႪႨႱႠჂႧႠ
ႸႤႼႤႥႬႨႧႠ ႷႭႥႤႪႧႠ ႼႫႨႣႠႧႠჂႧႠ ႶႨႰႱ-ႥႨ
ႵႫႤႬ ႫႤ ႱႭჃႡႠႲ
5[.. ..... ..............-]
ႱႨႱႠ ႣႠ ႠႫႨႰႱႮႠႱႠႪႠႰႨႱႠჂ ႫႤႭႰႤႣ ႢႠႬႠႾႪႤႡႠႣ ႣႠ ႸႤ
ႫႩႭႡႠႣ ႣႨႣႤႡႳႪႨႱႠ ႱႠႷႣႰႨႱႠ ႼႫႨႣႨႱႠ [.... .........]ႱႠႱႠ ႱႠႭႾႠႣ ႣႠ ႱႠ
ႪႾႨႬႤႡႪႠႣ ႱႳႪႧႠ ႹႳႤႬႧႠ
ႣႠ ႫႸႭႡႤႪႧႠ
10ႹႳႤႬႧႠႧჃႱ ႣႠ ႷႭႥႤႪႧႠ
ႫႭႫႠႥႠႪႧႠ ႹႳႤႬႧႠႧჃႱ ႱႠႳႩႳႬႭႣ ႸႤႫႣႢႭႫႨႧႨ ႸႤႫႣႢႭႫႠႧႠ ႪႭႺ[.. ...]Ⴇ [..........] ႶႫႰႧႨႱႠ ႫႭႼႷႠႪႨႱႠ ႫႭႬႨႱႠႧႥႨႱ ႵႰႭႬႨႩႭႬႨ ႨႷႭ ႲႭႴ

თარგმანი: (ka)

† სახელითა ღმრთისაჲთა, წმიდა ღმრთისმშობლის მეოხებით, ყოველთა წმიდათა შეწევნით, ღირსი გავხდი მე, სუბატ, [ძე ივანე მანდატურთუხუცე]სისა და ამირსპასალარისა, მეორედ განახლებად და შემკობად დიდებული საყდრის, წმიდა [ძელი ჭეშმარიტი]ს, საოხად და სალხინებლად სულთა ჩუენთა, მშობელთა ჩუენთა და ჩვენს შემდგომად მომავალთა საუკუნოდ. ილოცეთ მონისათვის მოწყალე ღმრთის სადიდებლად. ქრონიკონი იყო ტოფ.

კომენტარი:

ჰნევანქის (ძელი ჭეშმარიტი) ნამონასტრალი მდებარეობს ძორაგეტის ხეობაში, მდინარის მარჯვნივ, რკინიგზის სადგურ თუმანიანიდან სტეფანავანისკენ მიმავალი გზის პირას, ახლანდელი ძორაჰესის საგუბარს ზემოთ. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას შეიცავს, რომელთა შორის უძველესია ცენტრალურგუმბათიანი ჯვრის რიგის ტრიქონკი, IX საუკუნის შემდეგ არაერთგზის განახლებული. მიშენებული აქვს კარიბჭე სამხრეთის მხრიდან. ჰნევანქის მონასტერი ნანახი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს, რომელიც მის შესახებ წერს: „კვალად დასავლით ამისა (ქობერისა, ლ. მ.-ბ.) არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა - მშვენიერი, ამ ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავსთ სომეხთავე. აქა არს მაღალს კლდესა შინა ქვაბნი მრავალნი, და მას ქვაბსა შინა მდებარეობენ შიგნნი მრავალნი ძველნი, არამედ კაცთა აუსვლელობით უხმარ არიან. დასავლით ამისსა არს ციხე ლორისა და ქალაქი მცირე“ (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 35). წარწერა ჯერ 1928 წელს, ხოლო მეორედ 1964 წელს შეისწავლა და გამოსცა ლეონ მელიქსეთ-ბეგმა. მას მიაჩნია, რომ ეს ძეგლი თავდაპირველად სომეხ ანტიქალკედონიანთა კერა იყო, შემდეგ კი, XII საუკუნიდან, ქალკედონიანთა ხელში გადასულა, რისი დასტურიცაა XII-XIII საუკუნეების ქართული ასომთავრული წარწერები მის გარე კედლებზე. მისი აზრით, წარწერაში დასახელებული სუბატი უნდა იყოს იგივე სუმბატი, ან პირველი - ძე დიდი ივანე ორბელისა, დემეტრე I-ის თანამედროვე, ან მეორე - ივანე ორბელის შვილიშვილი, გიორგი III-ის თანამედროვე.

ბიბლიოგრაფია:

მელიქსეთ-ბეგი, 1964 ლეონ მელიქსეთ-ბეგი, ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა, 309-327

მელიქსეთ-ბეგი, 1928 ლეონ მელიქსეთ-ბეგი, ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი და მათი ვინაობა, სომეხ-ქართველთა ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, 35

ჩუბინაშვილი, 1967 Г. Чубинашвили, Разыскания по армянской архитектуре, 73

მურადიანი, 1977 პარუირ მურადიანი, სომხეთის ქართული წარწერები, წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (სომხურ ენაზე), 140-141, 294, ტაბ. X

მესხია, 1979 შოთა მესხია, საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, 13, 21

ბერძენიშვილი, 2006 დევი ბერძენიშვილი, დებედის ხეობის ისტორიული გეოგრაფიისათვის, 294

ფოტო

   Fig. 1. ჰნევანქის ივანე მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარის ძის, სუმბატის, წარწერა