მ(ა)ნდატურთუხ(უ)ცესისა
ძისა და ათ(ა)ბ(ა)გისა
შ(ა)ნშ(ეს) ძმისა ათ(ა)ბ(ა)-
5გისა ვ(ა)ჰ
რ(ა)მისი შ(ეუნდვე)ნ
ღ(მერთმა)ნ
მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ეპიტაფია
ზომა: w 85 x h 195 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა შვიდსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია რუხი ფერის ოთხკუთხა საფლავის ქვაზე, რომელიც ქობაირის მონასტრის მთავარი ეკლესიის კარიბჭის იატაკში, საფლავის ქვების აღმოსავლეთიდან პირველ რიგში, სამხრეთიდან პირველ და მესამე საფლავის ქვებს შორის არის ჩადგმული. საფლავის ქვა სამ ნაწილად არის გადატეხილი, თუმცა ნაწილები ერთმანეთისაგან დაცილებული არ არის. w 51 x h 76 cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 3,5-10,5
დათარიღება: XIII-XIV AD (lettering)
სადაურობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი
თავდაპირველი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ქობაირის მონასტერი, სომხეთი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე
ცვლილებები ფაილში: 2019-12-17 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
ეს არის საფლავი ივანე მანდატურთუხუცესის ძის და ათაბაგ შანშეს ძმის, ათაბაგ ვაჰრამის. შეუნდოს ღმერთმან.
წარწერაში ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია განივი ტეხილი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები: ორწერტილი ალაგ-ალაგ. ტექსტში ბგერა უ, ერთ შემთხვევაში, Ⴍ-ს (ო) საშუალებით არის გადმოცემული; გვხვდება ლიგატურებისა და შეწიაღების შემთხვევები. საფლავის ქვის ზედაპირი გადაცვეთილია, თუმცა გრაფემები გარკვევით იკითხება.
ქობაირის მონასტრის ყველა წარწერაში, სადაც ივანე იხსენიება, საგანგებოდ ხაზგასმულია, რომ იგი მანდატურთუხუცესია. ქეთი ასათიანის აზრით, ერთადერთი ივანე, ვისაც ეს სახელო XIII საუკუნეში ეკავა, ზაქარია მხარგრძელის შვილიშვილი და შანშე მანდატრუთუხუცესის ვაჟია.
ჯოჯუა, გაგოშიძე, 2013 თემო ჯოჯუა, გიორგი გაგოშიძე, ქობაირის, ჰნევანქისა და ახტალის მონასტრების ქართული ლაპიდარული წარწერები, 271-272
მურადიანი, 1977 პარუირ მურადიანი, სომხეთის ქართული წარწერები, წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა (სომხურ ენაზე), 178, ტაბ. XIX, სურ. 2
ასათიანი, კალანდია, 2011 ქეთი ასათიანი, გიორგი კალანდია, ქობერის მონასტრის ქართული წარწერები, 10-14