მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ცხრასტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია სამხრეთ კარის ბალავრის ქვაზე, რელიეფური ჯვრის ორივე მხარეს cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა, კიდურყვავილოვანი ასოები
დათარიღება: X-XI AD (lettering)
სადაურობა: ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
თავდაპირველი მდებარეობა: ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ციალა გაბაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
† ღვთის დედაო, იმ საშინელ დღეს მეოხ-ეყავ ერისთავთ-ერისთავს ლიპარიტს და მის შვილებს, რომელმაც გულმოდგინებით აგიშენა ეს წმიდა ეკლესია, ამინ.
კომენტარი:
ზედა ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ვარძიის გამოქვაბულების ჩრდილო-დასავლეთით, სამიოდე კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. იგი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული და ჩუქურთმებით შემკული. გამომცემელი მიიჩნევს, რომ ვარძიის წარწერის ასოებს ბევრი აქვთ საერთო X-XI სს. ხელნაწერთა საზედაო ასოებთან. ეს მსგავსება მას აფიქრებინებს, რომ ოსტატს ზედა ვარძიის წარწერის ასოთა მოყვანილობის და სამკაულის შერჩევისას ნიმუშად X-XI სს. მიჯნის ერთი ან რამდენიმე ხელნაწერი ჰქონდა აღებული. წარწერაში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტი კი შეიძლება ლიპარიტ რატის ძე, ანუ ლიპარიტ II იყოს. წარწერაში სიტყვები ერთმანეთისაგან გამიჯნულია.
ბიბლიოგრაფია:
გაბაშვილი, 1967 ციალა გაბაშვილი, ზედა ვარძიის „კიდურყვავილოვანი“ წარწერა, 31-32