მასალა: ვერცხლი
ობიექტის ტიპი: ფირფიტა
დეკორი: ცალკეული გამოსახულებები ამოცვენილია, მაგრამ პირველადი სახის წარმოდგენა ძნელი არ არის. კუთხის გამოსახულებები რგოლებშებმულია და, როგორც ჩანს, მათი გაღება შეიძლებოდა (ამ კარების ზომაა 6 x 4 სმ). ზედა კუთხეების შუაში გამოსახულებები უფრო პატარა ზომისაა, ხოლო კიდეებთან გამოსახულებები - დიდი და მდგომარე ფიგურებია.
წარწერიანი ზედაპირი: ნივთი წარმოადგენს ხეზე დაკრულ ოქროში დაფერილ ვერცხლის ფირფიტას, რომლის ცენტრშიც იჯდებოდა ჯვარი, ხოლო ირგვლივ ასევე ჩასმული უნდა ყოფილიყო 8 გამოსახულება ბერძნული წარწერებით. წარწერა გამოსახულების ორივე მხარეზეა. w 21,5 x h 30 cm
ასოთა მოხაზულობა: ამოტვიფრული წარწერები (გამოსახულ პირთა დასახელება) მთავრულია. სახელები ძირითადად არაა შემოკლებული.
დათარიღება: XI-XII AD (lettering)
სადაურობა: ლაგურკა
თავდაპირველი მდებარეობა: არ არის მითითებული
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ლაგურკის სეიფი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
წმიდა პეტრე
თარგმანი: (ka)
წინასწარმეტყველი ელია
თარგმანი: (ka)
წმიდა იოანე წინამორბედი
თარგმანი: (ka)
წმიდა პავლე
თარგმანი: (ka)
მიქაელი
თარგმანი: (ka)
გაბრიელი
თარგმანი: (ka)
წმიდა კონსტანტინე
თარგმანი: (ka)
წმიდა ელენე
კომენტარი:
ნამუშევარი აშკარად ბერძნულია.
წარწერები (ერთი ტიპისაა ყველა) პალეოგრაფიული და ენობრივი მონაცემებით ზოგადად ბიზანტიური ხანის შუა პერიოდით შეიძლება დათარიღდეს. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ეს ბიზანტიური ხატია.
წარწერებში სიტყვა ὁ ἅγιος დაწერილია შემოკლებით (Α), როგორც ჩანს, ადგილის ეკონომიისათვის. შეიმჩნევა იტაციზმი (ὁ πρωφητις), ο და ω-ს მონაცვლეობა (πρωφητις), არის სახელის შემოკლების ერთი შემთხვევა (ΙΩ). ნაწერი წიგნიერი ბიზანტიური ბერძნულია.
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 87
ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 46-47