ECG428. აბულბუგის ქვა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: კედელი

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: აბულბუგის მცირე, ერთნავიანი რესტავრირებული ეკლესიის დასავლეთ კედელში გარედან, დაახლოებით ადამიანის სიმაღლეზე ჩადგმულია ქვა, რომელზედაც გამოსახულია ბოლნური ჯვარი და მის ქვეშ ბერძნული ასოები. cm

ასოთა მოხაზულობა:

დათარიღება: VI-VII AD (lettering)

სადაურობა: აბულბუგის ეკლესია

თავდაპირველი მდებარეობა: არ არის მითითებული

ბოლო აღწერილი მდებარეობა: აბულბუგი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი, ლ. მუსხელიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

თარგმანი: (ka)

მე ვარ ანი და ჰოე...

კომენტარი:

როგორც ცნობილია, წარწერაში გამოყენებული აღნიშვნა პირველი საუკუნეებიდან მომდინარეობს. იგი ქრისტეს სიმბოლოა და წარმოადგენს იოანეს გამოცხადებიდან ადგილს, შეიძლება ითქვას, შემოკლებით გადმოცემას. ეს ადგილია: 1,8 და 21,6: "ἐγώ εἰμι τὸ ἄλφα καὶ τὸ ὦ... λέγει Κύριος ὁ θεός" ("მე ვარ ანი და ჰოე... იტყვს უფალი").

ქვა ამჟამად სწორად არაა ჩადგმული (180 გრადუსით არის შესაბრუნებელი), ჩანს ძველი მასალა (დაახლოებით VI-VII სს-ის ქვა) გამოიყენეს შემდეგ და ისე ჩასვეს, როგორც მოხვდათ.

წარწერა საინტერესოა პალეოგრაფიული თვალსაზრისით: α საკმაოდ სტილიზებულია (ბევრი დამატებითი შტრიხი აქვს), ხოლო ω წესიერი ფორმისა არც კია, მთლიანად შესაბრუნებელია. სავარაუდოდ ეს ადგილობრივი მჭრელის შეცდომა უნდა იყოს.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 241

ყაუხჩიშვილი, 1951 თინათინ ყაუხჩიშვილი, ბერძნული წარწერები საქართველოში, 292-293

მუსხელიშვილი, 1941 ლ. მუსხელიშვილი, არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, 24-26

ფოტო

   Fig. 1. ქვა აბულბუგის ეკლესიის კედელში