ECG030. მცხეთის ჯვრის მოსახსენებელი თემისტიასი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 126 x h 52 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ექვსტრიქონიანია. იგი ამოღარულია ჯვრის ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის ფრთის კარის თავზე (შიგნიდან) ჩადგმულ ფილაზე და დაუზიანებლად არის მოღწეული. w 107 x h 36 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა.

დათარიღება: 595-605 AD (lettering)

სადაურობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა

თავდაპირველი მდებარეობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ჯვრის მონასტერი, მცხეთა

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-11-06 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

წყალობითა ღ(მრთისა)ჲთა და შეწევნ[ი-]
თა ჯუარისაჲთამე თემისტია მჴ-
ევალმან ქ(რისტ)ჱსმან აღვაშჱნე საყო-
ფელი ესე საჴსენებელად სულისა
5 ჩემისა თავყანისაცემელად დე-
დათა

დიპლომატიური

ႼႷႠႪႭႡႨႧႠ ႶჂႧႠ ႣႠ ႸႤႼႤႥႬ[.-]
ႧႠ ႿႳႠႰႨႱႠჂႧႠႫႤ ႧႤႫႨႱႲႨႠ ႫჄ
ႤႥႠႪႫႠႬ ႵჁႱႫႠႬ ႠႶႥႠႸჁႬႤ ႱႠႷႭ
ႴႤႪႨ ႤႱႤ ႱႠჄႱႤႬႤႡႤႪႠႣ ႱႳႪႨႱႠ
5 ႹႤႫႨႱႠ ႧႠႥႷႠႬႨႱႠႺႤႫႤႪႠႣ ႣႤ
ႣႠႧႠ

თარგმანი:

ღვთის წყალობით და ჯვრის დახმარებით მე, თემისტიამ, ქრისტეს მონა-ქალმა, ავაშენე ეს სამყოფელი მონაზონ ქალთა სალოცავად, ჩემი სულის მოსახსენებელად.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #72. ივანე ჯავახიშვილის აზრით, წარწერა VI საუკუნის ბოლოს მიეკუთვნება. მისივე აზრით, წარწერის სიძველის დასტური პალეოგრაფიული თვალსაზრისით არის Ⴗ გრაფემის თავშეკრულობა.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 165-166

ნატროევი, 1900 А. Натроев, Мцхета и его собор Светицховели, 19

„მოგზაური“, #1, 1901 ჯაჭვის წმ. ჯვრის მონასტერი, 24

თაყაიშვილი, 1914 ექვთიმე თაყაიშვილი, ჯვრის მონასტრის წარწერები

შანიძე, 1935 აკაკი შანიძე, ძველი ქართულის ქრესტომათია

ჩუბინაშვილი, 1948 Н. Г. Чубинашвили, Памятники типа Джвари, 75

ჯავახიშვილი, 1949 ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათამცოდნეობა, ანუ პალეოგრაფია, 162-163

თარხნიშვილი, 1950 M. Tarchnišvili, Les récentes découverstes épigraphiques et litteraires en géorgien, 252

MIA CSCO Vol 166 I. Molitor, MIA CSCO

ფოტო

   Fig. 1. მცხეთის ჯვრის მოსახსენებელი თემისტიასი