ECG033. ურბნისის სიონის საამშენებლო წარწერა კოსტანტისა და მამა მიქაელისა

მასალა: ქვიშაქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: h 138 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა სამსტრიქონიანია. იგი მდებარეობს ტაძრის ჩრდილოეთის ფასადის კედელში, სწორკუთხად გათლილი რუხი ფილის მთელ ფართობზე. ჩასმულია რელიეფურ ჩარჩოში. ფილა, როგორც ჩანს, ადგილშენაცვლებულია ტაძრის რესტავრაციის დროს. w 40 x h 59 cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 7-9

დათარიღება: V AD (lettering)

სადაურობა: ურბნისის სიონი

თავდაპირველი მდებარეობა: ურბნისის სიონი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ურბნისის სიონი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-11-11 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ო(ჳფალო)ო ი(ესო)ჳ ქ(რისტ)ე
კ(ოს)ტ(ანტ)ი მ(ა)მ(აჲ) მ(ი)ქ(აე)ლ შ(ეი)წყ(ალე)ნ
ა(მი)ს ს(იო)ნ(ის)ა მ(ა)შ(ენე)ბ(ე)ლნი

დიპლომატიური

ႭႭ ႨჃ ႵႤ
ႩႲႨ ႫႫ ႫႵႪ ႸႼႷႬ
ႠႱ ႱႬႠ ႫႸႡႪႬႨ

თარგმანი:

უფალო იესო ქრისტე, ამ სიონის მაშენებელნი: კოსტანტი და მამა მიქაელი შეიწყალენ.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსი მიხედვით # 1. წარწერას განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები არ ახლავს. სიტყვები ერთმანეთისგან არ არის დაცილებული. ნოდარ შოშიაშვილის დათარიღების საფუძველია: პალეოგრაფიული ნიშნები: Ⴁ, Ⴣ, Ⴑ, Ⴗ, Ⴘ, Ⴜ გრაფემების რკალშეკრულობა, Ⴁ-ს და Ⴜ-ს შეკრული აქვს როგორც ზედა, ისე ქვედა რკალი. რკალშეკრულია, ასევე, Ⴑ გრაფემა. პ. ზაქარაია წარწერას V-VI საუკუნეთა მიჯნით ათარიღებს. ვ. სილოგავა ფიქრობს, რომ წარწერა X საუკუნისაა.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 62-63

ბროსე, 1851 M. Brosset, Rapports VI, 15

თაყაიშვილი, 1907 ექვთიმე თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, 46

შოშიაშვილი, 1958 ნოდარ შოშიაშვილი, ნაქალაქარი ურბნისი, 136-137

შოშიაშვილი, 1965 ნოდარ შოშიაშვილი, ურბნისის ძველი ქართული წარწერები, 138

ზაქარაია, 1965 პარმენ ზაქარაია, ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება, 90

შოშიაშვილი, 1965 ალ. გამყრელიძე, ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები, 16-22

სილოგავა, 1970 ვალერი სილოგავა, ეპიგრაფიკული ეტიუდები, 92