ECG034. ურბნისის სიონის აღდგენის წარწერა თევდორე ეპისკოპოსისა

მასალა: ქვიშაქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: w 52 x h 138 x d 41 cm w 48 x h 41 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 6 სტრიქონიანია. იგი გამოქანდაკებულია ტაძრის სამხრეთის ფასადის კარის თავზე, სწორკუთხედად გათლილ რუხი ქვიშაქვის ორ, ერთმანეთის გვერდით მიდგმულ ფილაზე. თითოეული სტრიქონი იწყება მარცხენა ფილაზე და მთავრდება მარჯვენაზე. w 90,5 x h 39 cm

ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 5,5-6

დათარიღება: X AD (lettering)

სადაურობა: ურბნისის სიონი

თავდაპირველი მდებარეობა: ურბნისის სიონი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ურბნისის სიონი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-11-11 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ო(ჳფალო)ო ღ(მერთ)ო შ(ეიწყალ)ე თ(ევდორ)ე ებ(ი)სკ(ოპოს)ი ძ(ე)ჲ ლ(უ)კ(აჲ)სი მ(ა)შ(ჱნე)ბ(ე)ლი
ა(მი)ს ს(იონის)აჲ ოდ(ე)ს ღ(მერთმა)ნ ღ(ირ)სმყო ა(მი)ს ს(იონის)ა ებ(ის)კ(ოპო)ს(ა)დ
იყო ესე ს(იო)ნი დ(ა)ძ(უელე)ბ(უ)ლ ო(ჳ)ფ(როჲ)ს ზ(ო)მ(ა)სა ოთხნი
კ(უ)თხ(ე)[ნ]ი და კ(ონ)ქი გ(ან)პ(ებუ)ლ იყ(უნე)ს ს(უე)ტნი ქ(არ)ტ(ო)ც(ისანი)ი დ(ამ)პ(ა)ლ
5იყ(უნე)ს და მ(ომმა)დლა ღ(მერთმა)ნ ა(მი)ს ყ(ოვლ)ისაჲ აღშ(ჱნე)ბ(ა)ჲ ყ(ოველ)თა გ(ა)კ(ე)-
[თ](ება)[ჲ] ძალ(ით)ა ს(იონის)ა მ(ეო)ხ(ებისა)თ(ჳ)ს ღ(მრთის)ა ყ(ოველ)ი გ(ა)თავ(ები)თა მ(ი)ქ(მნი)ა

დიპლომატიური

ႭႭ ႶႭ ႸႤ ႧႤ ႤႡႱႩႨ ႻჂ ႪႩႱႨ ႫႸႡႪႨ
ႠႱ ႱႠჂ ႭႣႱ ႶႬ ႶႱႫႷႭ ႠႱ ႱႠ ႤႡႩႱႣ
ႨႷႭ ႤႱႤ ႱႬႨ ႣႻႡႪ ႭႴႱ ႦႫႱႠ ႭႧႾႬႨ
ႩႧႾ[.]Ⴈ ႣႠ ႩႵႨ ႢႮႪ ႨႷႱ ႱႲႬႨ ႵႲႺႨ ႣႮႪ
5ႨႷႱ ႣႠ ႫႣႪႠ ႶႬ ႠႱ ႷႨႱႠჂ ႠႶႸႡჂ ႷႧႠ ႢႩ
[..] ႻႠႪႠ ႱႠ ႫႾႧႱ ႶႠ ႷႨ ႢႧႠႥႧႠ ႫႵႠ

თარგმანი:

უფალო ღმერთო, შეიწყალე თევდორე ეპისკოპოსი ლუკას ძე, ამ სიონის მაშენებელი. როდესაც ღმერთმა ღირს-მყო ამ სიონის ეპისკოპოსად, იგი ზომაზე მეტად დაძველებული იყო. ოთხივე კუთხე და კონქი - გაპობილი, ქარტოცის სვეტები - დამპალი. და მომმადლა ღმერთმა ამ ყოველივეს აშენება და გაკეთება. სიონის ძალით, ღვთის მეოხებით ყოველივე განვასრულე.

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #104. პარმენ ზაქარაია წარწერას IX-X საუკუნეებით ათარიღებს. სტრიქონები ერთმანეთისგან გამოყოფილია ჰორიზონტალური, რელიეფური, პარალელური ხაზებით. გარდა მე-5 და მე-6 სტრიქონებისა (როგორც ჩანს, აქ აღარ იყო საკმარისი ფართობი ხაზის გასავლებად: უკანასკნელი სტრიქონი აღარ დაეტეოდა. ამავე მიზეზით ბოლო სტრიქონი იწყება არა ფილის კიდიდან, არამედ ზედა სტრიქონის მესამე ასოს გასწვრივ). ანუ მარცხენა ფილაზე გასდევს სტრიქონების გამყოფი 4 ხაზი, ხოლო მარჯვენა ფილაზე - 5 ხაზი. ხაზებს შორის მანძილია 6-6,5. წარწერას განკვეთილობისა და ქარაგმის ნიშნები არ ახლავს. სიტყვები ერთმანეთისგან არ არის დაცილებული. წარწერის დათარიღების საფუძველი, პალეოგრაფიული ნიშნები: უყელო Ⴃ, გრაფემების გაკუთხოვნება, მიდრეკილება განუსხურებისაკენ: Ⴚ, Ⴊ, Ⴋ, Ⴌ. Ⴇ-ს მიდრეკილება გამხედრულებისაკენ.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 196-197

ბროსე, 1851 M. Brosset, Rapports VI, 13-14

თაყაიშვილი, 1907 ექვთიმე თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, 43

შოშიაშვილი, 1958 ნოდარ შოშიაშვილი, ნაქალაქარი ურბნისი, 138-139

შოშიაშვილი, 1965 ნოდარ შოშიაშვილი, ურბნისის ძველი ქართული წარწერები, 146-147

სილოგავა, 1970 ვალერი სილოგავა, ეპიგრაფიკული ეტიუდები, 93

ზაქარაია, 1965 პარმენ ზაქარაია, ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება