მასალა: ქვიშაქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: w 32 x h 23 cm w 31 x h 23 cm
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 8 სტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე, ორ, ერთმანეთის გვერდით ჩადგმულ ფილაზე. მარჯვენა ფილა ადგილშენაცვლებისას თავდაყირა ჩაუდგამთ კედელში. წარწერა იკითხება ჯერ მარცხენა ფილაზე, ხოლო შემდეგ - მარჯვენაზე. თითეულ ფილაზე 4 სტრიქონია. w 58 x h 20 cm
ასოთა მოხაზულობა: რელიეფური ასომთავრული წარწერა 5-5,5
დათარიღება: X AD (lettering)
სადაურობა: ურბნისის სიონი
თავდაპირველი მდებარეობა: ურბნისის სიონი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ურბნისის სიონი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი
ცვლილებები ფაილში: 2019-11-11 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
დიდება შენდა, ქრისტე, რამეთუ მოჰმადლე თეოდორე ეპისკოპოსს ამ სიონის აშენება მიქაელ კოსტანტის ძის შეწევნით. ქრისტემ შეიწყალოს. ეს მე, აბიათარმა, დავწერე.
კომენტარი:
ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით # 105. წარწერა ხელით და პალეოგრაფიული ნიშნებით მსგავსია ურბნისის სიონის მეორე, თევდორე ეპისკოპოსის, წარწერისა. როგორც ჩანს, ორივე წარწერა ერთი ოსტატის ნახელავია.
ბიბლიოგრაფია:
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 197-198
ბროსე, 1851 M. Brosset, Rapports VI, 14-15
თაყაიშვილი, 1907 ექვთიმე თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, 44-45
შოშიაშვილი, 1958 ნოდარ შოშიაშვილი, ნაქალაქარი ურბნისი, 139
შოშიაშვილი, 1965 ნოდარ შოშიაშვილი, ურბნისის ძველი ქართული წარწერები, 148
ზაქარაია, 1965 პარმენ ზაქარაია, ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება, 91-92
სილოგავა, 1970 ვალერი სილოგავა, ეპიგრაფიკული ეტიუდები, 97